მსოფლიო
უსაზღვრო შესაძლებლობები ფოტოგრაფიაში - HUAWEI-მ განახლებული P30 lite EMUI 9.1-ით აღჭურვა
2020-02-12 12:13:58
2020 წელი HUAWEI-მ მნიშვნელოვანი სიახლით დაიწყო. კომპანიამ მომხმარებლებს განახლებული P30 lite წარუდგინა, რომელიც გარდა დახვეწილი დიზაინისა, კამერის მახასიათებლებითაც გამოირჩევა. განახლებული სმარტფონი ახლა უკვე, ღია ცისფერიდან ნაზ იასამნისფერში გარდამავალი დიზაინიითა წარმოდგენილი და ერთგვარი ინოვაციაა ბიუჯეტური სმარტფონების ინდუსტრიაში.
P30 Lite-ის ძველი ვერსია, HUAWEI-მ 2019 წლის დასაწყისში გამოუშვა და კომპანიას საკმაოდ, დიდი გაყიდვებიც მოუტანა. ახლა კი, ბიუჯეტური მოდელების ბაზარზე, პოზიციის გასამყარებლად, HUAWEI განახლებულ P30 lite-ს გვთავაზობს, რომელიც რეალურად, ინარჩუნებს ყველა იმ პრიორიტეტულ მახასიათებელს, რაც მას კონკურენტებთან მიმართებაში გააჩნდა და ამავდროულად, გვთავაზობს EMUI 9.1-ს გაუმჯობესებულ, 48MP-იან ძირითად კამერას და 32MP-იან წინა კამერას, რაც საბოლოო ჯამში გადაღების უკეთეს შესაძლებლობებს იძლევა.
დღეს, HUAWEI P30 lite საუკეთესო არჩევანია „სელფის“ პროფესიონალებისთვისაც, რადგან ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილ 32MP-იან წინა კამერას, შეუძლია ამოიცნოს თქვენი სახე, თავად განსაზღვროს სინათლის დონე და უზრუნველყოს უფრო სუფთა გამოსახულება დაუბალანსებელი ფონური განათების ან ღამის წვეულების დროს. ერთი სიტყვით, ის სხვა მახასიათებლებთან ერთად ღამის სელფის რეჟიმითაც გამოირჩევა.
HUAWEI P30 lite აღჭურვილია AL 3D სილამაზის ალგორითმით, რაც უზრუნველყოფს მასშტაბურ გამოსახულებას, მაღალ გარჩევადობას და ნათელ-ავთენტურ ფერებს. დღეს, 32 MP-იანი წინა კამერითა და 48MP-იანი ძირითადი კამერით, განახლებული P30 lite თავის საფასო კატეგორიაში ერთ-ერთ უკონკურენტო სმარტფონს წარმოადგენს.
ამას გარდა, HUAWEI P30 lite აღჭურვილია 3340 მილი-ამპერიანი ელემენტით და 9V 2A უსაფრთხო და სწრაფი დამუხტვის ტექნოლოგიით, რაც GPU Turbo 3.0-თან ერთად, საკმაოდ მიმზიდველი მონაცემია, მობილური თამაშების მოყვარულთათვის.
აქედან გამომდინარე, თუ თქვენთვის ძლიერი მონაცემების მქონე სმარტფონთან ერთად, მნიშვნელოვანია მისი დიზაინიც, განახლებული P30 lite ნამდვილად, საუკეთესო არჩევანი იქნება თქვენთვის. და თუ ყველაფერთან ერთად, ფოტოგრაფიაც გიტაცებთ და პერიოდულად მობილური თამაშებითაც ირთობთ თავს, მაშინ შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ თქვენი სმარტფონი უკვე იპოვნეთ.
HUAWEI -ის მობილური სერვისების ეკოსისტემა სწრაფად განვითარდა და პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. კომპანიამ უკვე მოიზიდა 1.07 მილიონზე მეტი რეგისტრირებული დეველოპერი მთელი მსოფლიოდან. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
კომენტარები