0 4 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

XC40 Recharge პირველი სრულად ელექტრო მოდელი ვოლვოს ოჯახში

2019 წელს Volvo Cars-მა 46 000 დამუხტვადი ჰიბრიდი გაყიდა, რაც 23%-იან ზრდას შეადგენს 2018 წელთან შედარებით და 2017 წლის გაყიდვების გაორმაგებულ რაოდენობაზე მეტია. 2019 წლის პირველ კვარტალში დამუხტვადმა ჰიბრიდულმა ავტომობილებმა ვოლვოს მსოფლიო გაყიდვების 20%-ზე მეტი შეადგინა.  ამასთანავე კომპანია მიზნად ისახავს, 2025 წლისთვის მთლიანი გაყიდვების 50% სრულად ელექტრო ავტომობილები იყოს, ხოლო დანარჩენი - ჰიბრიდები.  

კომპანია ასევე მიისწრაფვის მუდმივად და მყარად იზრდებოდეს დამუხტვადი ავტომობილების კონფიგურაციების შერჩევის კუთხით ონლაინ რეჟიმში, რაც 2019 წლის მეოთხე კვარტლის განმავლობაში დაახლოებით ყველა კონფიგურაციის ერთ მესამედს ითვლის. 

„ნათელია, რომ მომხმარებლებს მოსწონთ რასაც ჩვენს დამუხტვადი ავტომობილების სამოდელო რიგში ხედავენ“, განაცხადა ვოლვოს მსოფლიო კომერციული ოპერაციების განყოფილების ხელმძღვანელმა ბიორნ ენუოლმა, „ჩვენი დამუხტვადი ავტომობილები ყველაფერია, რასაც მომხმარებელი ვოლვოსგან ელოდება, ამას ემატება ულტრათანამედროვე სრულად ელექტრო ან დამუხტვადი ჰიბრიდის ძალური აგრეგატები“.   

XC40 Recharge P8 პირველი სრულად ელექტრო მოდელია ვოლვოს ოჯახში. იგი Volvo Cars-ის ჭეშმარიტი ქვაკუთხედია, როგორც კომპანიის პირველი სრულად ელექტრო ავტომობილი და პირველი ვოლვო - უახლესი საინფორმაციო და გასართობი სისტემით, რომელიც „ანდროიდის“ საოპერაციო სისტემით ფუნქციონირებს.  

როგორც ყველაზე გაყიდვადი XC40 SUV-ის სრულად ელექტრო ვერსია, პირველი ვოლვო რომელმაც წლის ევროპული მანქანის  პრესტიჟული ჯილდო დაიმსახურა, XC40 Recharge P8 დაფუძნებულია კომპაქტურ მოდულურ არქიტექტურაზე (CMA). XC40 Recharge P8 ყველა წამყვანი თვლით, ერთი დამუხტვით გადის 400 კმ-ზე მეტ მანძილს და გააჩნია 408 ცხენის ძალა, სწრაფი დამუხტვის სისტემით ბატარეა 40 წუთში იმუხტება თავისი მოცულობის 80%-მდე.   

„ანდროიდის“ ტექნოლოგიაზე მომუშავე საინფორმაციო-გასართობი სისტემა მომხარებელს სთავაზობს უპრეცედენტო პერსონალიზაციას, ჩამონტაჟებულ გუგლის ტექნოლოგიას და სერვისებს, როგორიცაა: Google Assistant, Google Maps და Google Play Store. XC40 Recharge P8 ასევე იღებს უფრო დიდ პროგრამულ უზრუნველყოფას და ანახლებს საოპერაციო სისტემას უკაბელო ინტერნეტით. 

Volvo Cars-ის უსაფრთხოების ინჟინრებმა სრულად გარდაქმნეს და გააძლიერეს Recharge P8-ის ფრონტალური სტრუქტურა ძრავის არარსებობასთან მიმართებაში, იმისათვის, რომ ადამიანები ისევე უსაფრთხოდ იყვნენ, როგორც ნებისმიერ სხვა ვოლვოში. ბატარეა დაცულია ავტომობილის ძარის სტრუქტურის შუაში ჩამონტაჟებული დამცავი კარკასით. მისი მოთავსება ავტომობილის იატაკში ასევე ამცირებს ავტომობილის მიზიდულობის ცენტრს, გადაბრუნებისგან უკეთესი დაცვისათვის.   

ფუნქციონალურობისადმი კომპლექსური მიდგომა უზრუნველყოფს დიდ შესანახ სივრცეს, მაგალითად კარებში, სავარძლების ქვეშ და სანივთეში. შიდაწვის ძრავის არქონა ნიშნავს, რომ ავტომობილში უფრო მეტი შესანახი სივრცეა, ვიდრე ჩვეულებრივ XC40-ში. 

2021 წლიდან სრულად ელექტრო Volvo XC50 Recharge P8 საქართველოშიც იქნება წარმოდგენილი. 

მანამდე კი შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი ვოლვოს ავტომობილის კონფიგურაციის აწყობა და შეკვეთა ონლაინ - ვოლვოს საქართველოს გვერდზე - volvocars.com/ge.. 

დამატებითი ინფორმაციისთვის, ან ტესტ დრაივზე ჩასაწერად ეწვიეთ „ვოლვო საქართველოს“ შოურუმს მისამართზე - დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. ან დაუკავშირდით ქოლცენტრს: 224 42 42.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები