0 5 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძე შეარჩია

საპროკურორო საბჭომ საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურა აარჩია. 

მან 12-დან 11 ხმა მიიღო. ფარული კენჭისყრის შედეგად არჩეულ კანდიდატს საპროკურორო საბჭო განსახილველად საქართველოს პარლამენტს გადაუგზავნის.

გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატს საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატები ხმათა უმრავლესობით აირჩევენ. 

გენერალური პროკურორის თანამდებობაზე იურისტი ირაკლი შოთაძე საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა "საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა“ წარადგინა.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი შოთაძე სქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობას 2015 წლის 19 ნოემბრიდან 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით ხელმძღვანელობდა. აღნიშნული პოსტი მან მას შემდეგ დატოვა, რაც ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ქუჩის მასშტაბური საპროტესტო აქცია მოჰყვა.   

კომენტარები

მსგავსი სიახლეები