1 3 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

ვარკეთილში „ანას ბაღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაპირისპირებისას ექვსი პირია დაკავებული

ვარკეთილში „ანას ბაღთან" ადგილობრივ მოსახლეობას, კომპანია „გისსონის" თანამშრომლებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირების შედეგად 6 პირი დააკავეს. თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის კახა ბუხრაძის თქმით, 4 მათგანი თბილისის საქალაქო სასამართლოში, 2 მათგანი კი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტშია გადაყვანილი.

ისინი 173-ე და 166-ე მუხლებით არიან დაკავებულნი, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ცნობისთვის, მოსახლეობის მოთხოვნაა, ვარკეთილში, ზემო პლატოს 21-ე და 22-ე კორპუსების მიმდებარედ არ აშენდეს 10-სართულიანი კორპუსი და ისევ გამწვანება დარჩეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები