0 6 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

რიჩარდ იუ: “HUAWEI ეს არის ბრენდი, რომელსაც მომხმარებლები ენდობიან!”

2019 წელს HUAWEI-ს სმარტფონების გაყიდვებმა  დაგეგმილს 240 მილიონ ერთეულით გადააჭარბა, აღნიშნულმა შედეგმა კიდევ ერთხელ გაამყარა კომპანიის პოზიციები. HUAWEI  ამ ეტაპზე მსოფლიოში სმარტფონების მწარმოებელი N2 კომპანიაა.   

„მიუხედავად იმ ექსტრემალური გარემოსა და დიდი ზეწოლისა, რაც HUAWEI-ს მიმართ წინა წელს ხორციელდებოდა,   2020-ში კვლავინდებურად ვაგრძელებთ განვითარებას და გვაქვს მოლოდინი, რომ გადავაჭარბებთ იმ შედეგებს რაც დავისახეთ 2019 წლის დასაწყისში,“ -  2020 წლის მოსალოდნელ შედეგებსა და გეგმებზე საუბრობს HUAWEI-ს მომხმარებელთა ბიზნეს ჯგუფის ხელმძღვანელი, რიჩარდ იუ. მისივე თქმით, 2019 კომპანიისთვის  მოვლენებით, სიახლეებითა და გამოწვევებით სასვე წელი იყო. 

 რიჩარდ იუს თქმით, 2020 წელი კომპანიისთვის ნამდვილი გამოცდის ჩაბარების ტოლფასი იქნება: „გარემო ცვლილებები გნაპირობებენ კომპანიის სამომავლო გეგმებსა და შემდეგ წარმატებებს, მკაფიო სტრატეგიული მიმართულება და გუნდი, რომელსაც აქვს გამბედაობა ბრძოლისა და გამარჯვებისა, იქნება წარმატების  გასაღები: „ ჩვენ ვგეგმავთ განვავითაროთ HMS და HarmonyOs ეკოსისტემა, რომელსაც გავუზიარებთ გლობალურ მოთამაშეებს, ღიად ვითანამშრომლებთ მომწოდებლებთან და პარტნიორებთან მთელ მსოფლიოში. კომპანია გეგმავს მაქსიმალურად გამოიყენოს 5G-ის და AI-ს შესაძლებლობები, რადგან 2020-ში წარმატებას, სწორედ ამ მიმართულებით ლიდერი კომპანიები მიაღწევენ. გარდამ ამისა კიბერუსაფრთხოება და პერსონალური მონაცემების დაცვა, HUAWEI-თვის ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება“. 

2019 წლის განმავლობაში მომხმარებელთა ნდობა კიდევ ერთხელ გამყარდა EMUI-ს მუდმივი განახლებით. როგორც ჩანს, HUAWEI ინარჩუნებს  სფეროში ლიდერის სახელს მომხმარებელთა ლოიალურობისა და სერვისით კმაყოფილების თვალსაზრისით.

ბიზნესგამოცემა  „ფორბსმა“  2019 წლის მსოფლიო წამყავნი ბრენდების სიაში, HUAWEI-ის    როგორც ყველაზე ღირებულ ჩინურ ბრენდს, 970-ე ადგილი მიანიჭა,  რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი შედეგია.

„ჩვენ განვაგრძობთ უფრო კონკურენტუნარიანი და მრავალფეროვანი პროდუქციის წარმოებას, რაც 2019 წლის არაერთი ტექნოლოგიური მიღწევის საფუძელი იყო სხვადასხვა სფეროში, მათ შორის კომუნიკაციის, მოწყობილობების დახვეწის, OS და ფოტოგრაფიის მიმართულებით. სწორედ ამ ძალისხმევამ და მონდომებამ მოგვიტანა გლობალური მედიისა და მომხმარებლების  აღიარება,“ - აღნიშნავს რიჩარდ იუ.

HUAWEI-ს მომხმარებელთა ბიზნეს ჯგუფის ხელმძღვანელი  2019 წლის მნიშვნელოვან მოვლენად ასახელებს HUAWEI Mate X -ს დიზაინის შემუშავებას, რომელიც  წარმოადგენს ახალ ერას კომუნიკაციაში. მოდელმა  GSMA-ს პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა, როგორც საუკეთესო სმარტფონი 2019 წლის  მსოფლიო მობილური კონგრესის დაჯილდოებაზე.

Kirin 990 5G SoC - წლის კიდევ ერთი წარმატებული პროექტი, რომელიც პირველად გამოიყენეს  HUAWEI Mate 30 სერიის გასაუმჯობესებლად. სწორედ უახლესი ტექნოლოგიის დახმარებით, სმარტფონს აქვს  ინდუსტრიაში უძლიერესი Al მხარდაჭერა და გაუმჯობესებული 5G სერვისი.

რევოლუცია მობილურ ფოტოგრაფიაში - ასე შეფასდა HUAWEI P30 სერიის წარმოებისას გამოყენებული კამერები, რამაც კომპანიას 2019 წლის კიდევ ერთი პრესტიჟული ჯილდო მოაპოვებინა -  საუკეთესო ფოტო სმარტფონის ტიტული TIPA-ს 2019 წლის დაჯილდოებაზე.  

რაც შეეხება ციფრულ მაჩვენებელს, 2019 წელი ამ მხრივაც იღბლიანი აღმოჩნდა HUAWEI-თვის.  Mate და P სერიის სმარტფონების გლობალურმა გაყიდვებმა   240 მილიონ ერთეულს გადააჭარბა, რაც წინა წელთან შედარებით 50%-ით მეტია.

უნდა აღინიშნოს კომპანიის კიდევ ერთი მიღწევა, Nova სერიის - საუკეთესო სმარტფონი ახალგაზრდა თაობისთვის,  გამორჩეული დიზაინითა და ხელმისაწვდომი ფასით. ამის პარალელურად,  HUAWEI-ს  Y სერიის  სმარტფონებმა გააგრძელეს  სწრაფი ზრდა ბიუჯეტური სმარტფონების ბაზარზე.

„2019 წელს გაყიდვები და ბაზრის წილი კვლავ გაიზარდა. ჩვენ კიდევ უფრო გავაფართოვეთ ის ეკოსისტემა, რომელსაც ვაშენებთ, რათა მომხმარებლებს მეტი ინტელექტუალური გამოცდილება მივანიჭოთ. EMUI 10 აუმჯობესებს რამდენიმე ეკრანის კოლაბორაციას. გასული წლების განმავლობაში ჩვენ ვნახეთ ზრდა ყველა მიმართულებაში, მათ შორის: პლანშეტების, პერსონალური კომპიუტერების, აუდიო და სხვა სმარტ აქსესუარების და  5G ტექნოლოგიით აღჭურვილი  მოწყობილობების წარმოებაში,  მომდევნო წლებში ჩვენ გვექნება 2 ძირითადი გამოწვევა: მომსახურების უწყვეტი მიწოდების უზრუნველყოფა და ბაზრის ლიდერობა, ინოვაციური მომსახურების მიწოდების საშუალებით,“ - განმატავენ კომპანიაში. 

HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...