მსოფლიო
ვასილ ხოდელი ლიბერთი ბანკის გენერალურ დირექტორად ინიშნება
2019-12-30 15:27:42
ლიბერთი ახალ წელს ახალ გენერალურ დირექტორთან ერთად დაიწყებს. ბანკის მენეჯმენტს ახალი წლიდან, გენერალური დირექტორის პოზიციაზე ვასილ ხოდელი შეუერთდება.
ვასილ ხოდელი, ბოლო 20 წლის განმავლობაში, წარმატებით მოღვაწეობს საქართველოს საბანკო სისტემაში. ვასილ ხოდელი იკავებდა „საქართველოს ბანკის” გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობას კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო მომსახურების მიმართულებით.
ლიბერთი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი რუხაძემ განაცხადა:
”ლიბერთი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს სახელით, მინდა გულწრფელად მივულოცო ვასილ ხოდელს და მივესალმო მის ჩვენს გუნდთან შემოერთებას. მისი მრავალწლიანი გამოცდილება საბანკო სფეროში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ლიბერთი ბანკის შემდგომ განვითარებასა და მის ჩამოყალიბებაში ერთერთ წამყვან უნივერსალურ საბანკო ინსტიტუტად საქართველოში“
”ჩემთვის დიდი პატივია ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნა ბანკის განვითარების ესოდენ მნიშვნელოვან ეტაპზე. მჯერა, რომ ჩვენი გუნდი, პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, გააგრძელებს ლიბერთი ბანკის ახალი ბიზნეს სტრატეგიის წარმატებით განხორციელებას. ლიბერთი ბანკის ჩამოყალიბება წამყვან, უნივერსალურ საფინანსო ინსტიტუტად, თავის მხრივ, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის ფინანსური სისტემის განმტკიცებაში.” - განაცხადა ვასილ ხოდელმა.
კომენტარები