ბიზნესი
სრიალის დაზღვევა - მორიგი სიახლე თიბისი დაზღვევისგან
2019-12-30 15:05:58
საქართველოს მთის კურორტების სეზონის გახსნისთვის, პირველად საქართველოში, თიბისი დაზღვევა მომხმარებელს ახალ ინოვაციურ პროდუქტს - სრიალის დაზღვევას სთავაზობს.
პროდუქტი გათვლილია, როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ დამსვენებლებზე. დაფართვის არეალი გუდაური და ბაკურიანია. მსგავსი სადაზღვევო პროდუქტები, საკმაოდ გავრცელებულია მსოფლიოს იმ ქვეყნებში, სადაც განვითარებულია სამთო-სათხილამურო სპორტი და ტურიზმი.
სრიალის დაზღვევა, სამოყვარულო სრიალის დროს მიღებული ტრავმების დროს კომპენსაციის გაცემას ითვალისწინებს. დაზღვეული შემთხვევები სრულად იხილეთ ბმულზე - https://bit.ly/37aRpl2.
დაზღვევის შეძენა მარტივად, Facebook messenger-ში, ბი ბოტის დახმარებითაა შესაძლებელი. პროდუქტის ღირებულება 1 დღე 3 ლარია.
არის შემთხვევები, როდესაც სრიალის დროს დაშავებული ადამიანის სამედიცინო დაწესებულებამდე დროული გადაყვანა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის თიბისი დაზღვევა დაზღვეულებს ვერტმფრენით გადაყვანის სერვისს სთავაზობს.
სადაზღვევო შემთხვევის დადგომისთანავე დაუკავშირიდით თიბისი დაზღვევას ნომერზე - +995 32 2 42 11 11
კომენტარები