0 6 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

როგორ მოვაწყოთ ბავშვის ოთახი

თუ თქვენი შვილის ოთახის გადაკეთებას აპირებთ, ძალიან საინტერესო რჩევები გვაქვს თქვენთვის.

არავისთვის არაა სიახლე, რომ ბავშვები თავის ოთახში ძალიან დიდ დროს ატარებენ, მათი ოთახი უნდა იყოს სივრცე დასვენებისთვის, გართობისთვის და მეცადინეობისთვის. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოთახის მოწყობისას მათი პირადი ინტერესებიც გავითვალისწინოთ. პროფესიონალური რჩევებისათვის გორგიას ინტერიერის დიზაინერს მივმართეთ.

- პირველ რიგში, რა უნდა გავითვალისწინოთ როდესაც ბავშვის ოთახის მოწყობას ვიწყებთ?- როდესაც ბავშვის ოთახს ეხება საქმე, ძალიან ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი. უსაფრთხოება, სივრცის სწორად გადანაწილება, სინათლე, კომფორტული გარემო და ა.შ. კომფორტთან ერთად უმნიშვნელოვანესია, რომ ოთახში გამოყენებული მასალები იყოს ეკოლოგიურად სუფთა და ანტიალერგიული.

- როგორ გავანაწილოთ სივრცე სწორად?

- პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ, რა სჭირდება ბავშვს. მას სჭირდება სივრცე დასვენების, მეცადინეობისა და გართობისთვის. ამ სივრცეების მოწყობა კი ავეჯით უნდა მოახერხოთ. ბავშვის ოთახისთვის ავეჯის შესარჩევად „გორგიაში“ არსებულ იკეას შოურუმს ეწვიეთ, რომელიც გორგიას დიდუბის და ბათუმის ფილიალებშია წარმოდგენილი. შოურუმში საბავშვო კოლექციის ძალიან მრავალფეროვანი არჩევანი დაგხვდებათ. შოურუმში წარმოდგენილია სხვადასხვა სტილის ოთახების იმიტაციები სადაც კარგად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ როგორ შეგიძლიათ ოთახში სივრცეების განაწილება. რაც მთავარია იკეას პროდუქცია ანტიალერგიული საღებავებითა და ეკოლოგიურად სუფთა მასალისაგან მზადდება, რაც ბავშვის ჯანმრთელობისათვის აბსოლუტურად უსაფრთხოა.

- ყოველთვის პრობლემატურია ბავშვისათვის საწოლის შერჩევა. თქვენ რას გვირჩევთ?

- საწოლი, ერთის მხრივ უნდა მოერგოს სივრცეს და მეორეს მხრივ, ეკოლოგიურად სუფთა და ისეთი ზომის უნდა იყოს, რომ ბავშვის ზრდასთან ერთად რამდენიმე წელი მაინც არ იყოს საჭირო მისი შეცვლა. ამ პრობლემის გადაწყვეტა მარტივად შეგიძლიათ, იკეას პროდუქციაში არის BUSUNGE-ს და MINNEN-ის სერიის საწოლები, რომლებიც ბავშვის ზომასთან ერთად ტრანსფორმირდება. მისი მინიმალური სიგრძე 138სმ-ია ხოლო მაქიმალური 200სმ-ია.

აქვე დავამატებ, რომ თუ ჩვენს შოურუმში არ იქნება წარმოგენილი თქვენთვის სასურველი ფერის ან ზომის ნივთი შესაძლებელია შეკვეთა. თქვენს შეკვეთას კი 2 კვირის ვადაში ჩამოგიტანთ და 700 ლარზე მეტ შენაძენზე თბილისის მასშტაბით უფასოდ მოგიტანთ.

- რას ურჩევთ მომხმარებელს, როდესაც ბავშვის ოთახში არასაკმარისი ფართი, უწევთ თუ არა რეკომენდაციას ორ-სართულიან საწოლებს?

- ორსართულიანი საწოლები ძალიან კომფორტული და მოსახერხებელია, როდესაც ოთახში არ არის საკმარისი სივრცე ცალ-ცალკე საწოლების განსათავსებლად. ასეთი საწოლის გამოყენებისას უფრო მეტი ადგილი რჩება ბავშვების სამეცადინო კუთხისა და მოსასვენებელი სივრცის მოსაწყობად. ასევე, თუ პატარა სივრცე გაქვთ ოთახში ძალიან მოსახერხებელია STUVA-ს სერიის საწოლი, რომელსაც კარადაც აქვს და მისივე სამეცადინო მაგიდაც.

- რამდენჯერმე ახსენეთ, რომ მოსასვენებელი სივრცე უნდა იყოს ბავშვის ოთახში. უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, როგორ მოვაწყოთ ეს სივრცე?

- როგორც გითხარით, ბავშვის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თამაში და დასვენება. ამიტომ, მის ოთახში აუცილებლად უნდა იყოს მოსასვენებელი სივრცე, რომელიც განსხვავებული ფერებით იქნება გამოყოფილი, გამოიყენეთ ნათელი და მხიარული ფერები. შეეცადეთ, სათამაშოები ნატურალური მასალისაგან იყოს დამზადენული. გორგიას იკეას შოურუმში ავეჯთან ერთად ძალიან ბევრი განმავითარებელი სათამაშო შეგიძლიათ ნახოთ, რომელიც, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად უსაფრთხოა თქვენი შვილებისთვის.

- რაც შეეხება ბავშვის სამეცადინო კუთხეს, რა უნდა გავითვალისწინოთ სამეცადინო კუთხისთვის ავეჯის შერჩევისას?

- სამეცადინო კუთხის სწორად მოწყობა ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის როგორც გონებრივი, ასევე, ფიზიკური განვითარებისთვის. ავეჯი უნდა შეირჩეს ბავშვის სიმაღლისა და ასაკის გათვალისწინებით. მაგიდის შერჩევისას ყურადღება უნდა გაამახვილოთ მის ზომასა და დიზაინზე. რადგან სწორედ სამეცადინო კუთხის კომფორტულობა განსაზღვრას ბავშვის ხერხერმლის მდგომარეობას, მხედველობას და სწავლის სურვილს.

აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ბავშვს მაგიდა გულმკერდამდე უნდა წვდებოდეს. ისე, რომ იდაყვის დადება მაგიდაზე უპრობლემოდ შეეძლოს. მაგიდის სიგანე მინიმუმ 60-80 სმ უნდა იყოს, ხოლო სიგრძე 120-160 სმ. კიდევ უფრო მოსახერხებელი იქნება, თუ სიმაღლისა და დახრის მარეგულირებელი ექნება. ჩვენთან შეგიძლიათ ნახოთ როგორც ტრანსფორმერი, ასევე, ფიქსირებული სიმაღლის მაგიდები. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია სკამის შერჩევა. გორგიას იკეას შოურუმში სხვადასხვა ვიზუალის დამასალის კამები შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენი შვილისათვის.

შერჩევისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი დეტალები:

• სკამი ბავშვის ზურგის ანატომიურ აგებულებას უნდა ერგებოდეს. საზურგე საკმარისად მყარი უნდა იყოს და საიმედოდ იჭერდეს ხერხემალს. (ამიტომ კარგად შეამოწმეთ, რომ საყრდენი დეტალები პლასტმასის კი არა, მეტალის იყოს). დასაჯდომი კი მომრგვალებული, რომ ბავშვს მუხლს უკან ძარღვები არ დაეჭიმოს.

• სკამის სიმაღლე ისე უნდა იყოს დარეგულირებული, რომ ბავშვის ფეხები თავისუფლად იდგას იატაკზე მართი კუთხით და მუხლები არ ეხებოდეს მაგიდის ზედაპირს ქვემოდან. იმის გამო, რომ ბავშვები სწრაფად იზრდებიან, სასურველია სკამს სიმაღლის სარეგულირებელი მექანიზმიც ჰქონდეს.

• სკამის ზედაპირი და საზურგე ნატურალური მასალისაგან უნდა იყოს დამზადებული, რომ ალერგია არ გამოიწვიოს. ამასთან, კარგი იქნება თუ ადვილად გასაწმენდი/გასარეცხი მასალა იქნება.

• როგორ წესი, ბავშვის სკამებს სახელურები არ აქვს. ეს იმისთვისაა კარგი, რომ თუ ბავშვი ხელებს არ დაეყრდნობა, მისი ზურგის კუნთები უკეთ გამაგრდება.

• შეარჩიეთ ნათელი ფერები, შესაძლოა, საინტერესო ნახატებით გაფორმებული სკამები, რომ ბავშვს სიამოვნებდეს მასზე ჯდომა.

ასე, რომ გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები. შეუქმენით თქვენს შვილს მისთვის კომფორტული, უსაფრთხო, მოსახერხებელი და მათი ინტერესების გათვალისწინებით გაფორმებული ოთახი. ეს მათ ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას ძალიან შეუწყობს ხელს.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები