მსოფლიო
ცხინვალი ე.წ. საზღვარზე ერთადერთ საკონტროლო გამშვებ პუნქტს კეტავს
2019-12-28 12:33:24
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარზე ერთადერთი საკონტროლო გამშვები პუნქტი იკეტება. ამის შესახებ ადგილობრივი სააგენტო „რესი“ წერს.
„30 დეკემბრიდან დროებით წყდება სამხრეთ ოსეთი-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის „ქარძმანის“ მონაკვეთზე მიმოსვლა, რომელიც გაიხსნება 3 იანვრის 06:00 საათიდან და ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას“, - აღნიშნულია დე ფაქტო უწყების ინფორმაციაში.
კომენტარები