0 6 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სამზარეულოს 5 მოწყობილობა, რომელიც ცხოვრებას გაგიმარტივებთ

რამდენად კარგი მზარეულიც არ უნდა იყო, კარგი აღჭურვილობის არქონის შემთხვევაში, კერძის მომზადება დისკომფორტს შეგიქმნის. კარგი აღჭურვილობა კი თუ სწორად არ შევარჩიეთ, მომზადებისას ბევრ დროსაც დავკარგავთ და შეიძლება, საყვარელი საქმე მოსაბეზრებელიც გახდეს.

გადავწყვიტეთ, მოგვეძიებინა აღჭურვილობა, რომელიც ცხოვრებას გვიადვილებს. ამისთვის კი ჰიპერმარკეტ „გორგიას“ მივმართეთ, სადაც საყოფაცხოვრებო ნივთების დიდი ასორტიმენტია წარმოდგენილი. „გორგიას“ წარმომადგენელმა ასობით დასახელების პროდუქტიდან კომპანია Franko-ს წარმოების 5 მოწყობილობა შეგვირჩია. Franko ჩვენს ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ქართველი მომხმარებელი მას ენდობა, რადგან ხარისხი ფასს ბევრად აღემატება. შესაბამისად, იმავე მონაცემების უფრო ძვირადღირებული ტექნიკის შეძენას, მომხმარებლები Franko-ს ამჯობინებენ ხოლმე.

“გორგიას“ სპეციალისტის თქმით, იმ მცირე ჩამონათვალის გათვალისწინება, რომელიც „გორგიამ“ მოგვიმზადა, დროისა და ფინანსების დაზოგვაში დაგეხმარებათ, კერძის მომზადების პროცესი კი უფრო სასიამოვნო გახდება.

სალათის საჭრელი

ამ მოწყობილობას სალათის საჭრელს ვუწოდებთ, თუმცა მისი მეშვეობით ნებისმიერი ტიპის ხილის, ბოსტნეულისა და ყველის დაჭრაა შესაძლებელი. Franko-ს მოწყობილობას 5 განსხვავებული დანის პირი მოჰყვება, შესაბამისად, სალათისა თუ სხვა კერძის ინგრედიენტების დაჭრა სწრაფად და ზედმეტი დანაკარგების გარეშეა შესაძლებელი.

ხის დაფაზე დაჭრილი ხახვის, კარტოფილისა თუ ყველის ნაწილაკები მაგიდაზე, ძირს ან უარეს შემთხვევაში, გაზქურაზე იყრება, საჭრელის გამოყენება კი ამ პრობლემასაც აგვარიდებს თავიდან. ამასთან, მისი გარეცხვა მარტივად, ზედმეტი ძალისხმევის გარეშეა შესაძლებელი.

რაც მთავარია, საქმის კიდევ უფრო მეტად შემსუბუქება და მისი ჭურჭლის სარეცხ მანქანაში  გარეცხვა შეგვიძლია.

ამასთან, სალათის საჭრელი მანქანა საკმაოდ ხელმისაწვდომია, რადგან 95 ლარი ღირს.

უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული საჭრელი

ეს არის უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული 200 ვატიანი საჭრელი, რომელსაც 2 თეფში ახლავს. მისი გამოყენება განსაკუთრებით კომფორტულია ხორციანი კერძის მომზადებისას. საჭრელს აქვს მეტალის ჩასაყრელი და  უსაფრთხოების ამომრთველი, რათა ძრავი გადაწვისგან დაიცვას.

ამასთან, შესაძლებელია აპარატის სიმძლავრის რეგულირებაც. მისი ფასი 215 ლარია.

ჰალოგენური ღუმელი

ჰალოგენურ ღუმელთან დაკავშირებით, საზოგადოებაში განსხვავებული შეხედულებები არსებობს. რეალურად, ხარისხიანი ჰალოგენური ღუმელი სწორად გამოყენების შემთხვევაში საფრთხისშემცველი არ არის.

ცხადია, მისი მექანიზმის დასველებას უნდა მოვერიდოთ და სწორად გავრეცხოთ. რაც შეეხება, მოწყობილობის უპირატესობებს, ღუმელი ხარშავს, თუშავს, ორთქლზე ამზადებს, წვავს, ალღობს და ტოსტსაც კი შეგიბრაწავთ. რაც მთავარია, ჰალოგენურ ღუმელში რაიმეს მომზადებას ცხიმი არ სჭირდება. ამ მრავალფუნქციური ღუმლის ფასი 149 ლარიდან იწყება.

ბლენდერი-ყავის საფქვავი

როცა საოჯახო ტექნიკის შეძენისას თანხის დაზოგვაზე საუბრისას, გვახსენდება, რომ ერთი და იმავე ფუნქციის მქონე რამდენიმე მოწყობილობა არ შეიძინონ.

რატომ უნდა იყიდო ყავის საფქვავი და ბლენდერი ცალ-ცალკე, როცა შეგიძლია, ორი ერთში გქონდეს? Franko-ს ბლენდერი-ყავის საფქვავი ორივე ფუნქციას ასრულებს, სამზარეულოში ნაკლებ ადგილს იკავებს და თანხის დაზოგვის საშუალებასაც გვაძლევს. ბლენდერი-ყავის საფქვავი 129 ლარი ღირს.

ჩირის აპარატი

ხარისხიანი ჩირი არცთუ ისე ხელმისაწვდომია, ამიტომ თუ ჩირის მოყვარული ხართ, ცდილობთ, ტკბილეული მისით ჩაანაცვლოთ, ჩირის აპარატი ამის მოტივაციას მოგცემთ. ამავდროულად, რატომ უნდა გადავყაროთ ხილი, რომელიც რბილდება და გასაფუჭებლად არის „განწირული“? შეგვიძლია, მისგან გემრიელი და სასარგებლო ჩირი ყველა ჰიგიენური წესის დაცვითა და ყველა სასარგებლო ვიტამინის შენარჩუნებით გავაკეთოთ. მისი ფასია  135 ლარი.

იმის გამო, რომ Franko-ს ბრენდის პროდუქცია ძალიან მოთხოვნადია, “გორგიაში“ მუდმივად უწევთ მარაგის შევსება. ჰიპერმარკეტის წარმომადგენლების თქმით, აღნიშნულ მოწყობილობებზე მოთხოვნა შემოდგომის სეზონიდან განსაკუთრებით იმატებს, ამიტომ ცხოვრების კიდევ უფრო გამარტივების მსურველმა ადამიანებმა თადარიგი დროულად უნდა დაიჭირონ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები