0 7 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს ბანკი და სოლო წარმოგიდგენთ თანამედროვე მსოფლიოს საუკეთესო ამერიკელი როკ-მუსიკოსის ლენი კრავიცის გრანდიოზულ კონცერტს

17 დეკემბერი, 2019- საქართველოს ბანკისა და SOLO ორგანიზებით ლენი კრავიცი თბილისს,  მსოფლიო ტურნეს - “HERE TO LOVE” ფარგლებში, 2020 წლის 31 მაისს ეწვევა. კონცერტი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ევროპის ტური საქართველოდან დაიწყება. 

როკი, ფანკი, ბლუზი, სოული - ლენი კრავიცი ჩვეულ სტილს არ ღალატობს და მსმენელს სხვადასხვა მუსიკალური ჟანრის სინთეზით დაუვიწყარ შოუს პირდება. მუსიკოსი შეასრულებს სიმღერებს როგორც ბოლო, რიგით მე-11 ალბომიდან “RAISE VIBRATION”, ასევე მსოფლიო ჰიტებს 30-წლიანი  მუსიკალური კარიერიდან. 

ბილეთების გაყიდვა 18 დეკემბრის 10:00 საათიდან, ონლაინ,  TKT.Ge-ზე  tkt.ge/LennyKravitz

SOLO  CLUB- ისა და საქართველოს ბანკის WM-ს მომხმარებლებისთვის გაიყიდება. 20 დეკემბრიდან 25 დეკემბრამდე ბილეთების შეძენას SOLO -ები შეძლებენ.  26 დეკემბრიდან  კი ბილეთების ყიდვა ყველა ტიპის ბარათით იქნება შესაძლებელი. კონცერტისთვის კარი 17:00 საათზე გაიხსნება, ლეგენდარული მუსიკოსი კი ქართველი მსმენელის წინაშე მოგვიანებით წარდგება. ბილეთის ფასი ექსკლუზიურად SOLO-ებისთვის  95 ლარიდან დაიწყება. 

ლენი კრავიცის შესახებ 

ჩვენი დროის ერთ-ერთი საუკეთესო, ლეგენდარული როკ-მუსიკოსის, პროდიუსერისა და მულტიინსტრუმენტალისტის ლენი კრავიცის მუსიკალური შემოქმედება წარმოადგენს სხვადასხვა  ჟანრის - როკის, ფანკის, სოულის სინთეზს. მუსიკოსის კარიერა თითქმის 30 წელს ითვლის და ამ ხნის განმავლობაში გამოშვებული აქვს 11 ალბომი; ზედიზედ ოთხჯერ მიღებული აქვს გრემის ჯილდო კატეგორიაში „როკ მუსიკის საუკეთესო შემსრულებელი მამაკაცი“. ლენი კრავიცის პირველი ალბომი სახელწოდებით Let Love Rule 1989 წელს გამოვიდა და მასში შესული თითქმის ყველა სიმღერის ტექსტის ავტორი თავად მუსიკოსია. მომღერლის ბოლო ალბომი სახელწოდებით “RAISE VIBRATION” კი, 2018 წლის 7 სექტემბერს გამოვიდა. 

გარდა მუსიკალური კარიერისა, ლენი კრავიცს არაერთი როლი აქვს შესრულებული ფილმებსა თუ ტელე-შოუებში. სამსახიობო კარიერაში მისი დებიუტი 2009 წელს შედგა ფილმში Precious. კრავიცმა  ყველაზე დასამახსოვრებელი  როლი შეასრულა Hunger Games-ში.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2003 წელს ლენი კრავიცმა ინტერიერის დიზაინის სტუდია Kravitz Design დააფუძნა, სადაც ის მთავარი დიზაინერია. კრავიცის სტუდია დღემდე წარმატებით ახორციელებს სხვადასხვა პროექტს და თანამშრომლობს ისეთ ცნობილ ბრენდებთან, როგორებიცაა Rolex, Leica და Dom Perignon.

2019 წელს ლენი კრავიცი გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის კამპანიას #FightRacism შეუერთდა, რომელიც მიმართულია რასიზმის, ქსენოფობიისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ. კამპანიის მიზანს წარმოადგენს ტოლერანტობისა და თანასწორობის მხარდაჭერა, რაც ეფუძნება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას, რომელშიც ნათქვამია: „ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით..“ 

ლენი კრავიცმა, 10 დეკემბერს ბოლო ალბომის ჰიტად ქცეული სინგლის, სახელწოდებით „Here to Love” ახალი ვერსია გამოუშვა, რომელიც 2020 წლიდან გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის მიერ რასიზმის წინააღმდეგ არსებული კამპანიის „საუნდთრექი“ იქნება. აღნიშნულ კამპანიასთან დაკავშირებით მუსიკოსმა ვიდეო-მიმართვაც ჩაწერა: https://www.youtube.com/watch?v=eaaQQ-a1Io0&feature=youtu.be

კომენტარები

მსგავსი სიახლეები