0 6 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

უსაზღვრო შესაძლებლობების სმარტფონი HUAWEI nova 5T ქართულ ბაზარზე გამოჩნდა

 „უფრო მეტი, ვიდრე ჩვეულებრივი სმარტფონი, რომელიც ცდება არსებული სტილისა და ფუნქციონალის საზღვრებს,“ - ასე აფასებენ სპეციალსიტები HUAWEI nova 5T-ს საუზღვრო ციფრულ შესაძლებლობებს. ქართველი მომხარებელი დიდი ინტერესით ელოდა ქართულ ბაზარზე მის გამოჩენას. ეს დღეც დადგა! მზად ხართ გაიმრავალფეროვნოთ სამყარო? HUAWEI-ს ახალი მოდელი nova 5T  უკვე საქართველოშია და მისი შეძენა  HUAWEI- პარტნიორ მაღაზიებში 1299 ლარად არის შესაძლებელი.   

ხელოვნური ინტელექტზე დაფუძნებული (AI HDR+ ალგორითმი) ხუთმაგი  კამერათა სისტემა, 32 MP-იანი წინა კამერის ჩათვლით,   ნამდვილი საჩუქარია მობილური ფოტოგრაფიის მოყვარულთათვის, რადგან ის საუკეთესო ფოტო და ვიდეო გადაღების შესაძლებლობას გთავაზობთ. ახალი მოდელი, ულტრა ფართო კუთხის, მაკრო გადაღებისა და სიღრმის ამომცნობი ლინზების საშუალებით, საუკეთესო გამოსახულებას უზრუნველყოფს, ნებისმიერ დროსა და გარემოში.  ცნობილია, რომ  HUAWEI Nova სერიამ თანმიმდევრულად შეიტანა ინოვაცია დაბალი განათების ტექნოლოგიაში, რაც შეეხება  HUAWEI nova 5T-ს, მან   ღამის გადაღების მიმართულებით, ყველა მოლოდინს გადააჭარბა, რადგან მომხმარებლებს შეუძლიათ გადაიღონ გასაოცარი პორტრეტები ღამის განათებაშიც კი. 

მნიშვნელოვანია, რომ HUAWEI-ს უმაღლესი  Al ტექნოლოგია აიდენტიფიცირებს  ისეთ პარამეტრებს, როგორებიცაა: ლურჯი ცა, გამწვანება, ყვავილები, ზღვის სანაპირო. ამოცნობის შემდეგ კი ავტომატურად აკავშირებს თითოეულ სცენარს შესაბამის პარამეტრთან, შედეგად კი ვიღებთ აქამდე წარმოუდგენელი ხარისხის  ფოტო და ვიდეო მასალებს.  HUAWEI-ს ზემოხსენებულ პარამეტრებთან ერთად, არ დავიწყებია ე.წ. სელფის მოყვარულებიც, ექსპერტების შეფასებით, გაუმჯობესებული მახასიათებლების წყალობით, HUAWEI nova T5 სელფის გადაღებისთვის საუკეთესო სმარტფონად დასახელდა. 

კომპანია HUAWEI-ს მომხმარებელთა ბიზნეს ჯგუფს მიაჩნია, რომ HUAWEI nova 5T არის მომხმარებლის იდეალური პარტნიორი ციფრულ სამყაროში თავის გამოსახატავად, მნიშნელოვანი მომენტების დასაფიქსირებლად ან თუნდაც თამაშის უსაზღვრო შესაძლებლობების გამოსაცდელად. „მისი ადახვეწილი დიზაინი და  ხელოვნური ინტელექტის მქონე 5 კამერა,  საშუალებას გაძლევთ   ასახოთ მეტი შთაგონებული მომენტი.“ 

HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები