ბიზნესი
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით რიგით მესამე გრანდიოზული „სტარტაპ ექსპო“ გაიმართა
2019-12-16 16:02:19
16 დეკემბერი, 2019- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 14-15 დეკემბერს რიგით მესამე, გრანდიოზული „სტარტაპ ექსპო“ გაიმართა. ღონისძიებაზე „ექსპო ჯორჯიას“ საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყვნენ ახალგაზრდა მეწარმეები საკუთარ პროდუქციით. დამწყები მეწარმეების ინსპირაციისა და მოტვაციისთვის მოძრავ მარკეტში მონაწილეობდნენ გამოცდილი და წარმატებული კომპანიებიც. სწორედ მათ გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება ადამიანებს, რომლებმაც უკვე გადაწყვიტეს ან მომავალში აპირებენ ნაბიჯის გადადგმას სპარტაპერობისკენ. ასევე გამოიყო სივრცე, სადაც ნებისმიერ მსურველს ჰქონდა შესაძლებლობა, დაესვა მისი ბიზნესისთვის საინტერესო კითხვები და 10 წუთის განმავლობაში მიეღო პასუხები და სასარგელო რჩევები უკვე წარმატებული სტარტაპერებისგან.
სტარტაპერებს „სტარტაპ ექსპომ“ ყველაზე დიდ და განსხვავებულ სავაჭრო საგამოფენო სივრცით ორი დღის განმავლობაში უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში, სხვადასხვა ინდუსტრიაში მოღვაწე 130-მდე მეწარმე გაერთიანდა. ღონისძების მიზანს ადგილობრივი მცირე მეწარმეების ხელშეწყობა და ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია წარმოადგენდა.
„სტარტაპ ექსპოს“ სახელწოდებით ასეთი მასშტაბური ღონისძიება პირველად 4 წლის წინ ჩატარდა და სტარტაპერებისა და მომხმარებლებისგან მიღებული დადებითი გამოხმაურებების გამო, ღონისძიება ყოველწლიურ ტრადიციად იქცა. მეტიც, სტარტაპერების განვითარებისთვის აუცილებელი სივრცის შექმნამ „სტარტაპ ექსპო“-ს წლის შემაჯამებელი ღონისძიების როლი შესძინა.
სტარტაპ მარკეტი მოძრავი ივენთების პლატფორმაა, რომლის მთავარი მიზანი თავიდანვე უნიკალური პლატფორმის შექმნა და განვითარება იყო, რომელიც ერთ ჭერქვეშ გააერთიანებდა ახლაგაზრდა მეწარმეებს და მათ დამოუკიდებელ ბრენდად ჩამოყალიბებაში შეუწყობდა ხელს. დროთა განმავლობაში სტარტაპ მარკეტი განვითარდა და რამდენიმე თემატური მარკეტით დაწყებულ პლატფორმას ინტეგრირებული მარკეტების მიმართულება დაემატა.
კომენტარები