მსოფლიო
ფრენბურთის ფედერაციის პრეზიდენტი „ევროპაბეთის“ „პასუხისმგებლიანი თამაშს“ სპორტის განვითარებისთვის მნიშვნელოვნად აფასებს
2019-12-11 14:59:44
„საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის“ პრეზიდენტი ირაკლი ჩაჩუა მხარს უჭერს „ევროპაბეთის“ კამპანიას პასუხისმგებლიანი თამაში“ და მიიჩნევს, რომ კომპანიის მიერ რეკლამაზე დაზოგილი თანხის სპორტის განვითარებაში დაბანდება გონივრული ნაბიჯია.
„ქართული სპორტის განვითარება, ისე როგორც მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, უმნიშვნელოვანესწილად არის დამოკიდებული ფინანსებზე. „ევროპაბეთის“ ინიციატივის შესახებ შევიტყვე და მადლობა მინდა გადავუხადო მათ ისეთი გონივრული ნაბიჯისთვის, რაც რეკლამაზე დაზოგილი სოლიდური თანხის სპორტის განვითარებაში ჩადებას გულისხმობს“, – აცხადებს ირაკლი ჩაჩუა.
"ევროპაბეთმა" ახალი სოციალური კამპანია – "პასუხისმგებლიანი თამაში" დაიწყო. კამპანიის ფარგლებში კომპანია მთლიანად უარს ამბობს გარე რეკლამაზე და უკვე ჩამოხსნა ბილბორდები, ასევე ზღუდავს სატელევიზიო და რადიორეკლამას, ხოლო ინტერნეტრეკლამის შემთხვევაში მაქსიმალურად ეცდება ასაკობრივ შეზღუდვას. კომპანია გარერეკლამებზე უარის თქმით დაზოგილ 2,2 მილიონ ლარს სოციალურ პროექტებს, მათ შორის სპორტის განვითარებას მოახმარს.
კომენტარები