1 3 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

28 წლის ქალს დიღომში ყელი გამოჭრეს - დაკავებულია მამაკაცი

ახალგაზრდა ქალს დიღომში ყელი გამოჭრეს. დაჭრილი ქალბატონის მდგომარეობა მძიმეა.

შემთხვევა მარშალ გელოვანის გამზირზე მოხდა, ქალი სასიკვდილოდ მისთვის უცნობმა მამაკაცმა გაიმეტა. დამნაშავე უკვე დაკავებულია.

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.კ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე მდებარე ქვეითთა გადასასვლელ ხიდზე, 1991 წელს დაბადებულ ე.ბ.-ს ყელის არეში ცივი იარაღის გამოყენებით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს"- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები