0 6 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ბიზნესომბუდსმენი და უალკოჰოლო სასმელების მწარმოებლები შეთანხმდნენ, რომ სავალდებულო მარკირების რეგულაციის გაუმჯობესებაზე იმუშავებენ

საქართველოს ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელთა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა წყლის და უალკოჰოლო სასმელების სავალდებულო მარკირების საკითხის განხილვა იყო.

რამდენიმე დღის წინ დარგის წარმომადგენლებმა საქართველოს პრემიერმინისტრს გიორგი გახარიას და ბიზნესომბუდსმენს მიხეილ დაუშვილს ღია წერილით მიმართეს და მათ წარმოებული პროდუქციის მარკირების წესში ცვლილებების განხორციელებას სთხოვს.

დღევანდელ შეხვედრაზე მეწარმეებმა ბიზნესომბუდსმენს გააცნეს პროდუქციის მარკირების პროცესის დროს წარმოქმნილი პრობლემები და 2011 წლიდან ხელისუფლებასთან და სახელმწიფო უწყებებთან დაწყებული მოლაპარაკებების დეტალებზე ისაუბრეს.

პრობლემის მთავარი არსი ამჟამად გახლავთ ის, რომ ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, 2019 წლის ბოლომდე მარკირების საფასურს გადაიხდის სსიპ შემოსავლების სამსახური. მანამდეც, უკვე მერამდენე წელია, ხორციელდება თითო ან ორი წლით ამ საკითხის გადავადება და საკანონმდებლო დონეზე საკითხი საბოლოოდ მოგვარებული არ არის.

შინაარსობრივად ყველა თანხმდება, რომ მარკირების ხარჯი არ უნდა იყოს ბიზნესის ფინანსური ტვირთი. მეწარმეებს მიაჩნიათ, რომ ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დარეგულირდეს საკანონმდებლო დონეზე და ყოველ ჯერზე, ყოველწლიურად ბიზნესს და სახელმწიფო სტრუქტურებს არ მოუწიოთ მასზე მსჯელობა.

ახლა ზუსტად არის ცნობილი,  რომ ჩრდილოვანი ეკონომიკის პრობლემა, რომელზეც აპელირებდნენ მარკირების ინსტიტუტის მხარდამჭერები, არ აღმოჩნდა მართალი. არავითარი აღურიცხავი პროდუქცია არ არსებობს და არც არასდროს ყოფილა. არარსებული პრობლემის მოგვარებაში სახელმწიფო იხდის ამჟამად რამდენიმე მილიონ ლარს წელიწადში.

ბატონი მიხეილ დაუშვილი კომპანიების წევრებს დაჰპირდა, რომ საკითხს შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებთან, ქვეყნის პრემიერთან შეთანხმებით განიხილავს და დაეხმარება მეწარმეებს ისეთი გადაწყვეტილების მიღებაში, რომელიც ბიზნესს არ დააზარალებს, შეუქმნის უკეთეს პირობებს და სახელმწიფოსთვისაც იქნება მისაღები.

შეგახსენებთ, რომ უალკოჰოლო სასმელების ელექტრონული მარკირება ძალაში 2015 წლის 1 ნოემბრიდან შევიდა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანებით, მარკირებას დაექვემდებარა არაალკოჰოლური სასმელები, მათ შორის მინერალური და მტკნარი წყლები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...