1 3 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

წითელ ხიდზე არადეკლარირებული ბრილიანტის თვლები და ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს

20 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით საბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქეების ფიზიკური და კუთვნილი ავტომობილის დათვალიერების შედეგად, ჯამში 23,116.29 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს (254,63 გრამი) ნაკეთობები და ბრილიანტის თვლები (54 ცალი) გამოავლინეს.

უწყების ცნობით, საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, 27,968.35 ლარი შეადგინა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა ჯამში 27,968.35 ლარის ოდენობით შეეფარდათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები