მსოფლიო
რომელი მცენარეები გამოყოფენ ოთახში ყველაზე მეტ ჟანგბადს?
2019-11-26 11:49:06
საცხოვრებელ სახლში მცენარეების არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ქვეყანაში ჰაერის დაბინძურების პრობლემა უფრო და უფრო აქტუალური ხდება. განსაკუთრებით ქალაქებში, სადაც ხშირი მშენებლობები და გამონაბოლქვია, რის შედეგადაც ჩვენი ჯანმრთელობა მუდმივად რისკის ქვეშაა. ყველაზე მარტივი და სწრაფი გამოსავალი ოთახის მცენარეების მომარაგებაა, რომლებიც ჟანგბადსაც გამოყოფენ და ვიზუალურადაც ალამაზებენ სახლს.
მაშ ასე, რომელი სახლის მცენარეები გამოყოფენ ყველაზე მეტ ჟანგბადს?
დეტალური ინფორმაციისათვის ჰიპერმარკეტების ქსელის, „გორგიას“ ფლორისტს მივმართეთ. ფლორისტმა წარმოგვიდგინა რამოდენიმე მცენარე, რომელიც ოთახში ყველაზე მეტ ჟანგბადს გამოყოფს და შესაბამისად, ჰაერსაც აჯანსაღებს. მისი თქმით, აღნიშნულ მცენარეებს უნიკალური თვისებები აქვს და შეგვიძლია, ყველა მათგანი როგორც საძინებელში, ისე ნებისმიერ ოთახში, მათ შორის სამზარეულოშიც განვათავსოთ.
ასეთია „შეფლერა“, რომელიც ოთახის ფოთლოვანი მცენარეა.
მცენარე აქტიურად შთანთაქვს ისეთ კარცეროგენებს როგორებიცაა: ბენზენი, ფორმალდეჰიდი და ტრიქლოროეთილენი.
სინათლეზე შეფლერას ფოთლები უჭრელდება და დიდი ოდენობით ჟანგბადს გამოყოფს, ანუ ჰაერის კარგი გამწმენდია. ფლორისტი გვირჩევს, რომ ოთახში ჰაერის გამწმენდი მცენარეებიდან პირველ რიგში შეფლერა უნდა შევიძინოთ.
შეფლერას მოვლა მარტივია: მორწყვას კვირასი ორჯერ საჭიროებს, ასევე თანაბრად ეგუება როგორც სინესტეს, ასევე სიმშრალეს.
„გორგიაში“ მას 19,50 ლარად შეიძენთ.
შეფლერას მსგავსად, ფიკუს ბენჟამინიც ჰაერის გამწმენდია და დიდი ოდენობით ჟანგბადს გამოყოფს. მას სახლში ნათელი ადგილი უნდა მივუჩინოთ, ამავდროულად უნდა ვეცადოთ პირდაპირი მზის სხივები არ მოხვდეს.
ფიკუს ბენჟამინი იზრდება დაახლოებით 1 მეტრი ან 1,5, აქვს ჭრელი ფოთოლი.
რაც შეეხება მისი მოსვლის წესებს: როდესაც ტემპერატურა დაახლოებით, 15 გრადუს სითბოს მიაღწევს, შეგვიძლია მცენარე გარეთ გავიტანოთ, თუმცა ქარიან ადგილს უნდა მოვარიდოთ, რადგან ფოთლები ცვენას დაიწყებს.
რაც შეეხება მორწყვის პერიოდს, უნდა დავაკვირდეთ, ფიკუს ბენჟამინს ნიადაგი რამდენად გამოუშრება და ამის მიხედვით ვიხელმძღვანელოთ. ასევე სასურველია, რომ მცენარე ტორფნარევ და პერლიტიან მიწაში ჩავრგოთ.
ფიკუს ბენჟამინის ფასი „გორგიაში“ 31 ლარს შეადგენს.
შემდეგი მცენარე სანსივერიაა. ის როგორც ვიზუალით, ისე გამძლეობითა და ჟანგბადის გამოყოფის თვალსაზრისით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მცენარეა.
მისი მოვლა შეფლერას მსგავსად სირთულეებთან დაკავშირებული არ არის. სანსივერია წყალს ნაკლებად ითხოვს და მორწყვას დაახლოებით კვირაში ერთხელ, ან თვეში ორჯერ საჭიროებს.
ჩამოთვლილი მცენარეების მსგავსად, პირდაპირი მზის სხივები მასზეც მავნე ზეგავლენას ახდენს, თუმცა ამავდროულად სიჯანსაღის შესანარჩუნებლად სინათლე ესაჭიროება.
ამ ულამაზესი ტროპიკული მცენარისთვის სასურველია ფხვიერი და ნოყიერი მიწა შევარჩიოთ, რომელსაც ტორფით გავაჯერებთ და პერლიტს გადავურევთ.
სანსივერიას ხილვაც „გორგიას“ შოურუმში შეგიძლიათ და მისი ფასი 22,10 ლარია.
სიმშრალეს დრაცენაც მარტივად ეგუება, ჩვენს საცხოვრებელ ოთახებს ჟანგბადით ამდიდრებს და თითქმის ყველა მავნე ნაერთს შთანთქავს.
იმის გათვალისწინებით, რომ გადატვირთული რეჟიმის გამო ხშირად ოთახის მცენარეებს სათანადო ყურადღებას ვერ ვაქცევთ, დრაცენას მოვლა ძალიან მარტივია და დიდ დროს არ მოითხოვს. დრაცენა „უპრობლემო“ მცენარეა, მარტივად არ ფუჭდება და თითქმის ყველანაირ პირობებას ეგუება. ერთადერთი, რამაც შეიძლება მცენარისთვის სიჯანსაღის დაკარგვა გამოიწვიოს - მისი ცივ ადგილზე განთავსებაა, რადგან ცივმა ჰაერმა შეიძლება ფოთლები დაუზიანოს და ვიზუალი მკვეთრად შეუცვალოს.
"გორგიაში" გვირჩიეს, რომ დრაცენა უნდა ჩავრგოთ ფხვიერ, ტორფიან ნიადაგში. რეკომენდებულია პერლიტის შერევაც. მცენარე ნელა იზრდება, საბოლოოდ კი სიმაღლეში დაახლოებით 1,5 ან 2 მეტრს აღწევს. რაც შეეხება დრაცენას ფასს, ის სულ რაღაც 19,50 ლარია.
ჟანგბადის არანაკლებ დიდი მოცულობით გამომყოფი მცენარე კროტონია, რომელსაც სინათლე და პირდაპირი მზის სხივები უყვარს.
მზის სხივების ზემოქმედების შედეგად, კროტონს ფოთლები უჭრელდება, ამიტომ ვიზუალით სახლის მცენარეების ბევრი მოყვარულის ფავორიტია.
კროტონიც ნელა იზრდება და ზომიერი რაოდენობით წყალს ითხოვს. სიმაღლეში დაახლოებით 1,5 მეტრამდე იზრდება.
ფლორისტის თქმით, მცენარე ფხვიერ, განოყიერებულ ნიადაგს საჭიროებს. მისი კიდევ ერთი დადებითი მხარე კი ისაა, რომ შეგვიძლია როგორც საძინებელ, ისე მისაღებ ოთახში, ნათელ ადგილზე განვათავსოთ. მისი ფასი 15,60 ლარია.
„გორგიას“ ფლორისტი აღნიშნავს, რომ მცენარის მოვლა მის სიჯანსაღეზე პირდაპირ აისახება.
რაც მთავარია, „გორგიაში“ როგორც მცენარეები, ასევე მათი მოვლის ყველა საშუალება ერთ სივრცეშია თავმოყრილი. ამასთან, ყველა მცენარის შეძენა ყველაზე იაფადაა შესაძლებელი.
კომენტარები