მსოფლიო
„სმარტი“ „ტრუჩილოს“ იტალიური ყავების არჩევანს ზრდის
2019-11-22 13:49:09
„ვისოლ ჯგუფი“ საქართველოში იტალიური „ტრუჩილოს“ ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა და „სმარტში“ „ტრუჩილოს“ ყავების არჩევანი მნიშვნელოვნად გაზარდა. ამიერიდან, „სმარტის“ მომხმარებელს არა მხოლოდ „ტრუჩილოს“ აპარატის „ამერიკანოს“, „კაპუჩინოს“, „ლატეს“ და „ესპრესოს“ დაგემოვნება შეუძლია „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე განთავსებულ სუპერმარკეტებში, არამედ ლეგენდარული იტალიური ბრენდის მარცვლის ყავას, დაფქულ ყავას და ყავის კაფსულებს შეიძენს დღისა თუ საღამოს ენერგიულად გატარებისთვის.
„ტრუჩილოს“ ისტორია 1950 წელს იწყება და დღესდღეობით საოჯახო ბიზნესის მესამე თაობამ მიაღწია იმას, რომ კომპანია იტალიაში ყავის წარმოების ბაზრის 40% წილის მფლობელია. მაღალი ხარისხის არაბიკას და რობუსტას ყავის მარცვლებს კომპანია ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის, აზიისა და აფრიკის წამყვანი მწარმოებლებისგან არჩევს. კომპანიის მისია მაღალი ხარისხის იტალიური ესპრესოს ყავის კულტურის გაზიარებაა მსოფლიოში და ყავის წარმოების უახლესი ტექნოლოგიებით, ყავის ხარისხის კონტროლის თანამედროვე სტანდარტებით, „ტრუჩილო“ აკადემიით, რომელიც ბარისტათა პროფესიონალ განვითარებაზე ზრუნავს და განვითარების ამბიციური გეგმებით, კომპანიამ უკვე დიდ პოპულარობას მიაღწია სოფლიოს ბევრ ქვეყანაში.
„სმარტი“ გამორჩეულია ბაზარზე უმაღლესი ხარისხის პროდუქტის ფართო არჩევანითა და მომსახურების ევროპული სტანდარტებით. „ვისოლ ჯგუფმა“ „სმარტის“ ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო და ბოლო წლებია საწყისი ფორმატით - კერძოდ პატარა ზომის სუპერმარკეტების ფორმით ვითარდება. „სმარტის“ პატარა ფორმატის სუპერმარკეტების უმრავლესობა ავტო და გაზ-გასამართ სადგურებზე და ავტობანებზეა განთავსებული. „სმარტის“ ყველა სუპერმარკეტში მომხმარებელს კომპფორტული კაფე ელის, სადაც „სმარტის“ წარმოებულ უგემრიელეს საკონდიტრო ნაწარმსა თუ ფუნთუშეულს იტალიურ ყავა „ტრუჩილოსთან“ ერთად სულ სხვა გემო აქვს.
კომენტარები