ბიზნესი
ახალი ონლაინ-სივრცე თიბისი სტატუსის შეხვედრებისთვის
2019-11-14 13:14:50
თიბისი სტატუსმა ყველა დაინტერესებული ადამიანისათვის ახალი ონლაინ-პლატფორმა - სტატუს შეხვედრების ონლაინ-სივრცე - www.statusevents.ge შექმნა.
დღევანდელი დინამიური და დატვირთული პროცესების პარალელურად, თიბისი სტატუსმა საკუთარ მომხმარებლებს, სამუშაო გარემოს გარეთ, სხვადასხვა ცოდნის გამრავალფეროვნების საშუალება მისცა. 2019 წლის დასაწყისში საგანმანათლებლო პლატფორმა - თიბისის სტატუს შეხვედრები გაჩნდა, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა სფეროში წარმატებული ადამიანები თიბისი სტატუსის მომხმარებლებს ხვდებიან, საკუთარ ცოდნას, გამოცდილებასა და უბარლოდ იდეებს უზიარებენ იმ თემებზე, რომლებიც ერთნაირად მნიშვნელოვანია როგორც სამუშაო გარემოში, ისე ყოველდღიურ ცხოვრებაში.
შეხვედრების ფარგლებში დღემდე თიბისი სტატუსის მომხმარებლებს სხვადასხვა სფეროს 80-მდე წარმომადგენელი ისეთი მრავალფეროვანი თემებით შეხვდა, როგორებიცაა: თამარ გაგოშიძე - დასაქმებული ბავშვების ურთიერთობა შვილებთან; ანა კორძაია-სამადაშვილი - წერის მასწავლებელი; რეზო კორინთელი - ფსიქიკური სიჯანსაღე; ლანა ღოღობერიძე - კულტურის მნიშვნელობა ქვეყნისთვის; ნინუ კიკნაველიძე - ადრეული განათლების მნიშვნელობა; ნათია ფანჯიკიძე - სტრესის მართვა; ანდრო დგებუაძე - შინაგანი მოტივაცია; პაატა პაპავა - როგორ დავგემოთ ზაფხული ბავშვებისთვის; გია ბუღაძე - დაფარულის გამჟღავნება ხელოვნებაში; ანუნა ბუკია - ციფრული კომუნიკაცია თანამედროვე ბიზნესისთვის; გელა ჩარკვიანი - როგორ ვსწავლობდი და ვასწავლიდი; ლევან ბერძენიშვილი - რა არის სამართლიანობა და სხვა.
მიმდინარე წლის განმავლობაში, სტატუს შეხვედრებზე მომხმარებლების აქტიური ჩართულობიდან და დაინტერესებიდან გამომდინარე, თიბისი სტატუსის გუნდმა ამ შეხვედრების დამტებითი ფორმატით არსებობის საჭიროება დაინახა; ასევე გაითვალისწინა სტრატეგია, რომლის ფარგლებშიც მომხმარებელთან უფრო კომფორტული კომუნიკაციისათვის თიბისის ციფრული, დისტანციური არხები მუდმივად ვითარდება და სტატუს შეხვედრების ონლაინ-სივრცე შექმნა.
სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა და მათი მოსმენა კიდევ უფრო მარტივი და ახალ უკვე ყველასთვის შესაძლებელი გახდა. აუდიტორიის ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული თემატური ვიდეოები ერთ სივრცეში გაერთიანდა და ახლა ადამიანებს თავად შეუძლიათ აირჩიონ მათთვის საინტერესო მიმართულება, იქნება ეს ხელოვნების სხვადასხვა დარგი, ფსიქოლოგია, ბიზნესი, ბავშვებთან დაკავშირებული თემები თუ სხვა. სტატუს შეხვედრების ონლაინ-სივრცეში აუდიტორია მსოფლიო არენაზე სხვადასხვა სფეროში ცნობილ ადამიანებსაც მოუსმენს.
სტატუს შეხვედრების ონალინ-სივრცე მსგავსი ფორმატის პირველი პლატფორმაა საქართველოში, რომელსაც მუდმივად დაემატება ახალი ვიდეოები, პარალელურად კი, თიბისი სტატუსის მომხმარებლებისათვის სტატუს შეხვედრები გრძელდება.
კომენტარები