მსოფლიო
„შენც გახდი ჩვენი ბინადარი“!
2019-11-13 15:37:20
აქცია ნოემბრის ბოლომდე
ლისის ტბის მიმდებარედ მშენებლობის დაწყებისთანავე დეველოპერული კომპანია „ბინადარის“ პროექტმა „ბინადარი ლისზე“ უამრავი ადამიანის ყურადღება მიიპყრო.
„პროექტს ძალიან ბევრი უპირატესობა აქვს, მაგრამ გამოვარჩევთ მის მდებარეობას ეკოლოგიურად სუფთა ტერიტორიაზე, მშენებლობის უმაღლეს ხარისხს, ეკონომიურ ფასსა და სიახლოვეს საზოგადოებრივ ტრანსპორტის გაჩერებასთან, რაც შესაძლებელს ხდის გადაადგილებას ქალაქის ნებისმიერ წერტილში“ - აცხადებენ კომპანიის წარმომადგენლები.
ამ ეტაპზე დასასრულს უახლოვდება ერთსადარბაზოიანი, 11 სართულიანი B ბლოკის მშენებლობა, ხოლო 2021 წლის მარტში დასრულდება 14 სართულიანი, ორსადარბაზოიანი A ბლოკი, რომლის მშენებლობაც სულ რაღაც 2 კვირის წინ დაიწყო. პროექტში ასევე გათვალისწინებულია 800 კვ.მ დახურული ეზო და საპარკინგე ზონა -1 სართულზე.
სწორედ A ბლოკის დაწყებასთან დაკავშირებით კომპანიამ დააანონსა აქცია ნოემბრის ბოლომდე, რაც გულისხმობს განსაკუთრებულ შეთავაზებას მათი მომავალი მობინადრეებისათვის. აქციის ფარგლებში შესაძლებელი იქნება 44.1 კვ.მ-დან ბინების შეძენა 15 წლამდე განვადებით წინასწარი შენატანის გარეშე.
„თუ შენთვის მთავარია იცხოვრო ჯანსაღ გარემოში, მოშორდე ქალაქის ხმაურს, ასევე გიყვარს სუფთა ჰაერი, სიმწვანე და ფეხით სეირნობა, მაშინ შენი ადგილი ჩვენთანაა, რათა აქციო ჯანსაღი ცხოვრების წესი შენს ყოველდღიურობად!“- მოუწოდებენ კომპანიის წარმომადგენლები მომავალ მობინადრეებს.
კომენტარები