0 8 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

HUAWEI სმარტფონების კიდევ ერთი წარმატება და აღიარება

HUAWEI-მ TechRadar Mobile Choice Consumer-ის  ყოველწლიურ ღონისძიებაზე  ორი პრესტიჟული ჯილდო დაიმსახურა. წელს დაჯილდოების ცერემონიალი ლონდონში, Café de Paris-ში გაიმართა. 

მომხმარებელთა შორის ჩატარებული ფართომასშტაბიანი გამოკითხვის შედეგების მხიედვით,  HUAWEI P30 Pro  საუკეთესო კამერის,  ხოლო HUAWEI P Smart 2019  საუკეთესო მახასიათებლების მქონე სმარტფონად დაასახელდა. HUAWEI-ს მომხმარებელთა ბიზნეს ჯგუფის განმარტებით,  მომხმარებლებს საუკეთესო მახასიათებლების მქონე სმარტფონების  შეძენა საკმაოდ ხელმისაწვდომ და როგორც ღონისძიებაზე აღნიშნა „წარმოუდგენელ“ ფასად შეუძლიათ.  

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს HUAWEI-მ „TechRadar Mobile Choice Awards”-ის 3 ჯილდო მიიღო, ისეთ ნომინაციებში, როგორიც არის - „წლის მწარმოებელი“, „წლის მობილური ტელეფონი“ და „საუკეთესო კამერის მქონე მობილური ტელეფონი“. ასევე,  2017 წელს,  კომპანიამ ორ სხვადასხვა ნომინაციაში  აიღო ჯილდო, ხოლო   2016 წელს, მხოლოდ ერთი ნომინაციაში გაიმარჯვა. აღნიშნული სტატისტიკა იმაზე მეტყველებს, რომ კომპანია წლიდან-წლამდე აუმჯობესებს პროდუქციას, რაც მომხმარებელთა დადებითი შეფასებების ზრდაზეც აისახა. 

„მოხარულები ვართ, რომ მომხმარებლებმა და ექსპერტებმა კიდევ ერთხელ გვაღიარეს და მოგვანიჭეს TechRadar”-ის ჯილდოები, საამაყოა, რომ HUAWEI P სერიის მოწყობილობებმა გაიმარჯვა ორ მნიშვნელოვან ნომინაციაში. HUAWEI მოწოდებულია, რომ მომხმარებლებს შესთავაზოს ახალი და გაუმჯობესებული მობილური ფოტოგრაფიის შესაძლებლობა,“ - აღნიშნა HUAWEI-ს მომხმარებელთა ბიზნეს ჯგუფის ვიცე პრეზიდენტმა, ლი ჩანგჟუმ. 

„დიდ ბრიტანეთში 19 წლიანი მოღვაწეობის შედეგად, როდესაც გამოვკითხეთ 34000 მომხმარებელი, ჩვენმა შედეგებმა  ყველა არსებულ მონაცემს გადაუსწრო. კვლევამ გვაჩვენა, რომ მომხმარებლებს ძალიან ახარებთ  საყვარელი პროდუქტის შეფასების შესაძლებლობა“ - აღნიშნა „TechRadar Mobile Choice Consumer Awards“-ის დირექტორმა, მარკ ფერმორმა. 

HUAWEI-ს გამარჯვება „საუკეთესო კამერის მქონე მობილური ტელეფონის“ კატეგორიაში,  ფოტოგრაფიისადმი კომპანიის ინოვაციური მიდგომის ტენდენციას პასუხობს, რომელმაც საპატიო ადგილი დაიკავა “TechRadar Mobile Choice Consumer Awards“ 2019 წლის ღონისძიებაზე. HUAWEI-მ ახალი დიზაინის მქონე P30 Pro 2019 წლის სექტემბერში გამოუშვა, რომელიც    ესთეტიკური დიზაინისა და  ინოვაციური ტექნოლოგიების ტრადიციებს აგრძელებს. ახალი P30 Pro გამოირჩევა მოდური ფერების  დიზაინით და ფოტო/ვიდეო რედაქტირების გაუმჯობესებული ფუნქციებით. 

HUAWEI P30 სერია რჩება მომხმარებლების ფავორიტად, რომლის გაყიდვებმაც გადააჭარბა 17 მილიონ ერთეულს. ის აღიარებულია მსოფლიოს მრავალი მნიშვნელოვანი  ორგანიზაციის მხრიდან, როგორიცაა მაგალითად  „European Image“ და „Sound Association (EISA).“ EISA-ს მიერ HUAWEI P30 Pro შეფასდა, როგორც  „საუკეთესო სმარტფონი“,  ზედიზედ მეორე წელია, რაც  HUAWEI  აღნიშნული კატეგორიის გამარჯვებულია. 

HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 30 წლიან გამოცდილებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 

 HUAWEI-ს მომხმარებელთა ბიზნეს ჯგუფი არის HUAWEI-ს სამი ბიზნესიდან   ერთ-ერთი  და მოიცავს: სმარტფონებს, პერსონალურ კომპიუტერებს, პლანშეტებს, სმარტ მოწყობილობებს და ა.შ. HUAWEI-ს გლობალური ქსელი ეფუძნება სატელეკომუნიკაციო ინდუსტრიის 30 წელიან გამოცდილებას  და  მომხმარებლებს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით აწვდის უახლეს ტექნოლოგიებს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...