0 8 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისიმ და საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანიამ პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმეს

თიბისიმ და საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანიამ პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმეს. შეთანხმება კომპანიებს შორის 3 წლიან თანამშრომლობასა და მთის კურორტების მომავალი გეგმების ერთობლივად განხორციელებას ითვალისწინებს. ინტერესთა გამოხატვის საფუძველზე, რაშიც მონაწილეობდნენ სხვა ბანკებიც, თიბისი ბანკი შეირჩა. კერძო სექტორის და სახელმწიფოს თანამშრომლობის მიზანია საქართველოს მთის კურორტების, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ გაძლიერება და მათი მომსახურების განვითარება. 

მთის კურორტების განვითარების კომპანია თიბისისთან 2015 წლიდან თანამშრომლობს. ახალი შეთანხმების ფარგლებში პარტნიორობა კიდევ უფრო გაფართოვდა და მოიცვა შემდეგი მიმართულებები:

 

·         მთის კურორტების ციფრული პლატფორმების გაძლიერება

·         საერთო მარკეტინგული და საკომუნიკაციო სტრატეგიის განხორციელება

·         საერთაშორისო მასშტაბით საქართველოს მთის კურორტების ცნობადობის გაზრდა

·         ონლაინ გაყიდვების გაზრდა და ფინანსური ოპერაციების გამარტივება

 

„ჩვენი თანამშრომლობა კერძო სექტორთან უმნიშვნელოვანესია სამთო-სათხილამურო კურორტების პოპულარიზაციისა და პოზიციონირების კუთხით, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. თიბისისთან გრძელვადიანი თანამშრომლობით  გაუმჯობესდება არსებული სერვისები და დაინერგება ახალი ტექნოლოგიები. ინოვაციების დანერგვა კი მთის კურორტებზე ვიზიტორებს მეტ კომფორტს შეუქმნის, რაც ჩვენი კომპანიის უმთავრესი მიზანია.“ - თეიმურაზ გამცემლიძე, მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორი.

„თიბისი უკვე მეხუთე წელია მთის კურორტების პარტნიორია და მიხარია, რომ თანამშრობლობას კვლავ ვაგრძელებთ.  ჩვენთვის ეს შეთანხმება სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოში მთის კურორტების განვითარება ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. სახელმწიფო და კერძო სექტორებს შორის ასეთი თანამშრომლობა, ვფიქრობ, ორივე მხარეზე პოზიტიურად აისახება და საბოლოო ჯამში საუკეთესო შედეგს მივიღებთ.“ - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი. 

მთის კურორტების განვითარების კომპანია 2013 წელს დაარსდა. 2014 წლამდე კომპანია მართავდა მხოლოდ გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტს.  2014 წლიდან კი ეტაპობრივად კომპანიას მმართველობაში გადაეცა ბაკურიანის (დიდველი, კოხტა, მიტარბი) გოდერძისა და სვანეთის (თეთნულდი, ჰაწვალი) სამთო-სათხილამურო კურორტები.

დაარსებიდან მთის კურორტების განვითარების კომპანიას ოთხივე სამთო-სათხილამურო კურორტზე უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტები აქვს განხორციელებული. მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებამ კი  ხელი შეუწყო ვიზიტორების ზრდას. 2019 წლის ჩათვლით ზამთრის სეზონზე ოთხივე სამთხო სათხილამურ კურორტზე 578 %-ით გაზარდა ვიზიტორების ოდენობა, ხოლო ზაფხულში - 654 %-ით. ძირითადი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ზამთრის სეზონისთვის მზადებასთან ერთად 2023 წლის სათხილამურო და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატს უკავშირდება. ბაკურიანში, ახალი დიდველის ტერიტორიაზე შენდება სამი ახალი საბაგირო. ეს და სხვა ყველა პროექტი, რომელიც ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატისთვის განხორციელდება, კურორტს ახალ სიცოცხლეს შემატებს და შექმნის დასვენების მრავალფეროვან შესაძლებლობებს ზამთრის სპორტული სახეობების მოყვარულებისთვის. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...