0 8 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მაკდონალდს საქართველომ USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

მაკდონალდს საქართველოს და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონია „მაკდონალდსის“ სათავო ოფისში (ძმები კაკაბაძეების #1) გაიმართა. ღონისძიებას   USAID-ის  წარმომადგენლები და ჟურნალისტები დაესწრნენ. 

„მაკდონალდსის“ USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამასთან თანამშრომლობის დაწყების მთავარი მიზანი ადგილობრივი, მდგრადი სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა და განვითარებაა. პროექტის ფარგლებში მოხდება დახმარება და ჩართულობა ქართული კომპანიების მსოფლიოში  Global Gap-ის აუდიტის გავლაში. 

„USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამასთან თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში,  „მაკდონალდსი“ ხელს შეუწყობს ქართული აგროკულტურის განვითარებას. და მისცემს შანსს  ქართულ  კომპანიებს რომ ყველა კრიტერიუმის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მაკდონალდსის ქსელი ადგილობრივი, მაღალი ხარისხის ბოსტნეულით მომარაგდეს.“ - აცხადებენ „მაკდონალდსში“. 

კომპანიაში განმარტავენ, რომ „მაკდონალდსის“ რესტორნების ქსელის ბოსტნეულით მომარაგება მხოლოდ იმ ქართულ კომპანიებს შეეძლებათ, რომლებსაც წარმატებით ექნებათ Global Gap აუდიტი გავლილი და დააკმაყოფილებენ  მაკდონალდსის სტანდარტების მოთხოვნებს. 

მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი სტანდარტი GLOBAL GAP წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო წარმოების სანიმუშო პრაქტიკის სტანდარტს. მისი მოქმედების სფეროა: სასოფლო-სამეურნეო კულტურები, მეცხოველეობა, აკვაკულტურები და სხვ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები