0 8 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

სააპელაციო სასამართლომ “სავანე ღვინის #1 ქარხნის” სარჩელი არ დააკმაყოფილა

 “კეთილსინდისიერი მესაკუთრეების ინტერესები საქართველოში დაცულია”-ამის შესახებ, „ღვინის ქარხანა #1-ის“ ადვოკატმა, არჩილ თაბაგარმა ჟურნალისტებთან, სააპელაციო სასამართლოში, “ღვინის ქარხანა #1-ის” სასამართლოს სხდომის დასრულებისას განაცხადა. არჩილ თაბაგარის თქმით, სასამართლომ “სავანე ღვინის ქარხნის” სარჩელი, რომელიც სიცრუეზე იყო აგებული არ დააკმაყოფილა. აქვე დასძენს რომ წარმოდგენილი სარჩელი სრული ფალსიფიკაცია იყო.

მინდა დავიწყო იმით რომ დღეს, სასამართლომ ნამდვილად ჩააბარა ღირსეულად და წარმატებულად ის ტესტი, რომელზეც მე ვსაუბრობდი. მან ძალიან ნათელი და ერთმნიშვნელოვანი მესიჯი გაუგზავნა საზოგადოებას, რომ საქართველოში კერძო საკუთრება არის დაცული. კეთილსინდისიერი მესაკუთრეების ინტერესები საქართველოში დაცულია. ეს იყო ობიექტური, სამართლიანი გადაწყვეტილება, რომლითაცღვინის ქარხანა #1″ის ინვესტორებს აღუდგათ ის განცდა რომელიც ეს პერიოდი დაკარგული ჰქონდათ.მინდა დიდი მადლობა გადავუხადო სასამართლოს. ამ გადაწყვეტილებისთვის. მოდავე მხარე, რომელიც ამბობდა რომ უკანონოდ ჩამოერთვა საკუთრება, მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა,”-ამბობს თაბაგარი.

შეგახსენებთ, რომ “ღვინის ქარხანა #1-ის“ საქმეზე სასამართლო დავა 2015 წლიდან დაიწყო. ქონების უკან დაბრუნებას ის ხალხი ითხოვდა, ვინც ტერიტორიას 2004 წლამდე ფლობდა და დაკარგა, ამის შემდეგ ღვინის უძველესმა ქარხანამ ათამდე მესაკუთრე გამოიცვალა. თბილისში, პეტრიაშვილის ქ. #1-ში მდებარე ღვინის ქარხნის ისტორიული შენობა დღევანდელმა მესაკუთრეებმა საქართველოში მოქმედი ორი ყველაზე მსხვილი კომერციული ბანკისაგან გამოისყიდეს 2014 წლის დეკემბერში ღვინის ქარხნის შემძენების – შპს “არტ ღვინოს” – მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყო სამოქალაქო დავა. მოსარჩელე – სააქციო საზოგადოება “სავანე ღვინის #1 ქარხანა”. მისი წარმომადგენლად აღნიშნულ დავაში საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი ჩაერთო.

დღეს კი, სააპელაციო სასამართლომსავანე ღვინის #1 ქარხანისსარჩელი, რომელიც ქონების უკან დაბრუნებას ითხოვდა, არ დააკმაყოფილა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...