0 8 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

დეველოპერულმა კომპანია ბინადარმა მედიატური გამართა

დეველოპერულმა კომპანიამ „ბინადარი“ ჟურნალისტებს უმასპინძლა და  მიმდინარე და დასრულებული პროექტები გააცნო. მედიატურში მონაწილეობა ოცამდე სხვადასხვა არხის ბეჭდური და ონლაინ მედია საშუალებების წარმომადგენლებმა მიიღეს. „ბინადარის“ გუნდთან ერთად,  ჟურნალისტებმა კომპანიის ხუთი ობიექტი დაათვალიერეს, გაეცნენ მშენებლობის სპეციფიკას და პროცესს.

მედიატურის ფარგლებში ჟურნალისტები დაესწრნენ პროექტის „ბინადარი ლისზე“ „ა“ ბლოკის მშენებლობის დაწყების საზეიმო ცერემონიას, სადაც კომპანიის წარმომადგენლებმა  სიმბოლური კაფსულა ჩადეს. ღონისძიების დასასრულს, კომპანიამ გაათამაშა მრავალფუნქციური სასტუმროს - „საფირი ჰოტელ & სპა ბაკურიანის“ საგზურები, რომელიც ბაკურიანში მდებარეობს და „ბინადარის“ საინვესტიციო პროექტია. საგზურები ყველაზე იღბლიანებს - საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორს, iTV-ის, ინტერპრესნიუსის, ექსპრესნიუსის და დრონი.ჯის ჟურნალისტებს ერგოთ.

 „ბინადარი“ როგორც ბრენდი, სამშენებლო ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია უწყვეტ რეჟიმში მუშაობს ახალი და უფრო მასშტაბური პროექტების განსახორციელებლად. ამჟამად მიმდინარეობს სამი პროექტის მშენებლობა: „ბინადარი ვაკეში“ (ნინო ჟვანიას N3), „ბინადარი ლისზე“ (ლისის ტბის მიდებარედ, ა.ტაბიძის 41) და „ბინდარი დადიანზე 2“ (ც. დადიანის N59) რომლებიც მედიატურის ფარგლებში ჟურნალისტებმა დაათვალიერეს . 

კომპანია დღეისათვის 500-მდე ლოიალურ და კმაყოფილ მობინადრეს ითვლის. დღეისათვის „ბინადარს“ სამი დიდი პროექტი აქვს დასრულებული - „ბინადარი ცაგარელზე“ (არჩილ ცაგარელის N3-ში), „ბინადარი ნუცუბიძეზე“ (შალვა ნუცუბიძის N129-ში) და „ბინადარი დადიანზე“ (ცოტნე დადიანის N63-ში).  

„კომპანიის დაარსების დღიდანვე ჩვენ შევთანხმდით ბრენდის პლატფორმაზე და ვიცოდით, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ნიშანი, რითაც მომავალი მობინადრეების ყურადღება უნდა მიგვეპყრო, ერთმნიშვნელოვნად იყო ხარისხი. ამასთანავე ჩვენი იმიჯის განმსაზღვრელი ფაქტორებია ადგილმდებარეობა, სანდოობა, ხელმისაწვდომი ფასი და დათქმული ვადები.“-აცხადებენ კომპანიაში. 

დეველოპერული კომპანია უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდება მომხმარებლთა მოთხოვნებს. ბინადარის გუნდი მშენებლობის დაწყებმდე ატარებს კვლევას და ირჩევს ყოველთვის ისეთ მდებარეობას, რომელიც ყველაზე მოთხოვნადი და კომფორტული იქნება პოტენციური მობინადრეებისთვის.

„ბინადარი“ თითოეული მიმდინარე პროექტის მშენებლობის პროცესშივე პარალელურად იწყებს სამომავლო პროექტებისათვის მზადებას. ამ ეტაპზე კომპანია  მუშაობს ორ ახალ პროექტზე:  „ბინადარის უბანი ისანში“ და „ბინადარი საირმეზე“. 

"ბინადარის" პროექტები პრემიუმ კლასით გამოირჩევა, რაც ცალსახად უმაღლესი ხარისხის მასალას გულისხმობს. კომპანია ყოველითვის ითვალისწინებს ბაზარზე არსებულ უახლეს ტენდენციებს და ანაცვლებს არსებულ მასალას უკეთესით. პრემიუმ კლასი ესთეტიურ მხარესაც ითვალისწინებს და პროექტები ხარისხთან ერთად დახვეწილი ვიზუალითაც გამოირჩევა. 

“ბინადარი“ პოტენციურ მობინადრეებს ყველა პროექტში სთავაზობს მშენებლობის მაღალ ხარისხს კონკურენტუნარიან ფასად. ბინის შეძენით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ისარგებლონ მოქნილი გადახდის პირობით, რაც გულისხმობს შიდა უპროცენტო განვადებას ინდივიდუალური გრაფიკით და სურვილის შემთხვევაში, გრძელვადიან იპოთეკურ სესხს პარტნიორ ბანკებთან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...