მსოფლიო
ხვალ თბილისის სააპელაციო სასამართლო „ღვინის ქარხანა #1“-ის სასამართლო დავას განიხილავს
2019-10-23 17:35:20
ხვალ, 24 ოქტომბერს, 15:30 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლო განიხილავს „ღვინის ქარხანა #1“-ის სასამართლო დავას. სასამართლო პროცესს დაესწრებიან საქართველო-ევროკავშირის ბიზნეს საბჭოს, საქართველოს ბიზნესომბუცმენისა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სპეციალისტები, წარმომადგენლები, დამოუკიდებელი გამომძიებელი ჟურნალისტები.
სასამართლოს წინ, პროცესის დაწყებამდე კომპანიის იურისტი არჩილ თაბაგარი სპეციალურ განცხადებას გააკეთებს.
შეგახსენებთ, რომ “ღვინის ქარხანა #1-ის“ საქმეზე სასამართლო დავა 2015 წლიდან დაიწყო. ქონების უკან დაბრუნებას ის ხალხი ითხოვდა, ვინც ტერიტორიას 2004 წლამდე ფლობდა და დაკარგა, ამის შემდეგ ღვინის უძველესმა ქარხანამ ათამდე მესაკუთრე გამოიცვალა.თბილისში, პეტრიაშვილის ქ. #1-ში მდებარე ღვინის ქარხნის ისტორიული შენობა დღევანდელმა მესაკუთრეებმა საქართველოში მოქმედი ორი ყველაზე მსხვილი კომერციული ბანკისაგან გამოისყიდეს. 2014 წლის დეკემბერში ღვინის ქარხნის შემძენების – შპს “არტ ღვინოს” – მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყო სამოქალაქო დავა. მოსარჩელე – სააქციო საზოგადოება “სავანე ღვინის #1 ქარხანა”. მისი წარმომადგენლად აღნიშნულ დავაში საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი ჩაერთო. „ღვინის ქარხანა #1-ის“ მესაკუთრეების მიერ ორ ინსტანციაში მოგებული სასამართლო პროცესების შემდეგ საქმე კვლავ დაბრუნდა სააპელაციო სასამართლოში, დავაში წლები გადის და ამ დროისთვის საქართველოს პირველი ღვინის ქარხანა დაყადაღებულია.
კომენტარები