0 8 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ამ დრომდე HUAWEI-მ 185 მილიონი სმარტფონი გაყიდა

კომპანიის გაყიდვები წინა წელთან შედარებით 26%-ით გაიზარდა

 

2019 წლის ფინანსური მაჩვენებლების წარდგენის მესამე სეზონი დასრულდა. ცნობილმა ბიზნეს კომპანიებმა  მსოფლიოს, 2019 წლის მესამე კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები გააცნეს, მათ შორის იყო კომპანია HUAWEI, რომელმაც 2019 წლის მესამე კვარტლის  ბიზნეს შედეგები გამოაცხადა. 2019  წლის პირველი სამი კვარტლის განმავლობაში, HUAWEI -ს შემოსავალმა 610.8 მილიარდი ჩინური იუანი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 24.4% -ით მეტია და ამავდროულად,  კომპანიის წმინდა მოგებამ აღნიშნულ  პერიოდში 8.7% შეადგინა.

გარდა ამისა 2019 წლის პირველ სამ კავრტალში კომპანიამ 185 მილიონი სმარტფონი გაყიდა,  რაც  წინა წელთან შედარებით 26%-ით მეტია. კომპანიამ სწრაფი ზრდა  განიცადა ახალ ბიზნესებშიც, როგორიცაა კომპიუტერები, ტაბლეტები, და სხვა სმარტ  მოწყობილობები. 

HUAWEI კვლავინდებურად განაგრძობს,  ICT ინფრასტრუქტურასა და ჭკვიან მოწყობილობებზე ფოკუსირებას, ოპერაციების ეფექტურობისა და ხარისხის ამაღლებასთან ერთად. აღნიშნულმა მიდგომამ ხელი შეუწყო ოპერაციული და ორგანიზაციული სტაბილურობის შენარჩუნებას და შესაბამისად, გაამყარა კომპანიის საქმიანობა 2019 წლის პირველ სამ კვარტალში. 

მხოლოდ წელს, HUAWEI - მ ხელი მოაწერა 60-ზე მეტ კომერციულ კონტრაქტს, რომელიც 5G მომსახურებას ითვალისწინებს, ამასთან, წამყვან გლობალურ გადამზიდავებთან და გლობალურ ბაზრებზე 400 000 – ზე მეტი მასიური MIMO აქტიური ანტენა  (AAU) გაყიდა. 

კომპანიამ კორპორატიულ ბიზნესში Huawei Horizon-ი ჩაუშვა, რომელიც HUAWEI -ის ფართო ტექნოლოგიურ გამოცდილებას ეფუძნება და ქმნის საფუძველს ციფრული სამყაროსთვის. ეს თანმიმდევრული, ღია და ეფექტური პლატფორმა  HUAWEI - ს ფართო ტექნოლოგიური გამოცდილების საფუძველზე შეიქმნა. მისი საშუალებით, HUAWEI მიზნად ისახავს მომხმარებლებთან და პარტნიორებთან ერთად შექმნას  ციფრული სამყაროს საძირკვლი და ციფრული ტრანსფორმაციიული ინდუსტრია, რომლის ღირებულებაც ტრილიონი ამერიკული დოლარია.  აღნიშნული პლატფორმა დაეხმარება ისეთ სექტორებს, როგორიცაა მთავრობა, საზოგადოებრივი მომსახურების ინსტიტუტები,  ფინანსები, ტრანსპორტი და ელექტროობა, რათა დააჩქაროს მათი ციფრული ტრანსფორმაცია. 

2019 წლის დასასრულს ციფრული ტრანსფორმაციისთვის  HUAWEI  პარტნიორად 700-ზე მეტმა ქალაქმა აირჩია, აქედან 228 კომპანია არის  Fortune Global-ის 500-ეულის წევრი;  58 კი  Fortune Global-ის  ასეულის წევრი.

მესამე კვარტალში, Huawei-მ  თავისი კომპიუტერული სტრატეგიის შესახებ ხმამაღლა განაცხადა და მსოფლიოში ყველაზე სწრაფი AI ტრენინგის კლასტერი -  Atlas 900 გამოუშვა. 

 

HUAWEI -ის მობილური სერვისების ეკოსისტემა სწრაფად განვითარდა და პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. კომპანიამ უკვე  მოიზიდა 1.07 მილიონზე მეტი რეგისტრირებული დეველოპერი მთელი მსოფლიოდან. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...