0 8 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„ვოლვო ქარს“-ის ახალი კლიმატური გეგმა

„ვოლვო ქარსი“ იწყებს საავტომობილო ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური გეგმის განხორციელებას, რომელიც მიზნად ისახავს 2025 წლისთვის  ერთ ავტომობილზე,  მთელი მისი საექსპლუატაციო ციკლის განმავლობაში, ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის 40%-ით შემცირებას. ეს არის პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი „ვოლვო ქარსი“  2040 წლისთვის გახდეს კომპანია, რომელიც არ მოახდენს გავლენას კლიმატურ ცვლილებეზე.

გეგმაში წარმოდგენილია კონკრეტული სამოქმედო ნაბიჯები, რომლებიც თანხვედრაშია 2015 წლის პარიზის გლობალურ შეთანხმებასთან კლიმატის შესახებ, რომლის მიზანია გლობალური დათბობა შეამციროს საწარმოო რევულიციამდელი პერიოდის დონესთან შედარებით 1.5 გრადუსით მეტ ტემპერატურამდე.  

„ვოლვო ქარს“-ის 2040 წლის გეგმები სცილდება გამონაბოლქვი ნივთიერებების შემცირებას და მოიცავს სრულ ელექტროფიცირებას, ეს არის კიდევ ერთი სფერო, სადაც კომპანია უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს. მასალების გადამუშავების და ხელახალი გამოყენების გზით იგი ასევე ცდილობს მოაგვაროს ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის პრობლემა თავის საწარმოო ქსელში.

“ჩვენ გარდავქმნით ჩვენს კომპანიას კონკრეტული მოქმედებებით და არა სიმბოლური დაპირებებით. „ვოლვო ქარს“-ში ვზრუნავთ როგორც საწარმოო პროცესზე, ასევე ჩვენი ავტომობილების მიერ გამოყოფილ გამონაბოლქვზე. ჩვენ გადავჭრით ყველა პრობლემას რომელზეც შეგვიძლია გავლენის მოხდენა, მოვუწოდებთ რა ჩვენს მომწოდებლებს და ენერგეტიკულ სექტორს შემოგვიერთდნენ ნეიტრალური კლიმატიანი მომავლისკენ სავალ გზაზე”- განაცხადა კომპანიის პრეზიდენტმა ჰაკან სამუელსონმა.

2025 წლისთვის CO2 გამონაბოლქვის 40 %-ით შემცირების განსახორციელებლად, კომპანიამ დაგეგმა მთელი რიგი ნაბიჯები თავისი ოპერაციების სხვადასხვა ნაწილში. ყველაზე გამორჩეული მიზანია, 2025 წლისთვის მსოფლიო გაყიდვების 50 % იყოს სრულად ელექტრო ავტომობილები, რომლის შედეგადაც 2025 წლისთვის ნახშირორჟანგის გამონაბოლქვი ერთ ავტომობილზე 50 %-ით შემცირდება.

კომპანიის უახლოესი გეგმები ასევე მოიცავს ვოლვოს ახალ ავტომობილებში ხელმეორედ გადამუშავებული პლასტმასის 25 % წილის გამოყენებას და კომპანიის მთლიანი ოპერაციებიდან წარმოშობილი ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის 25 %-ით შემცირებას, წარმოებისა და ლოჯისტიკის ჩათვლით. 

„ვოლვო ქარსი“ იყო პირველი ტრადიციული ავტომობილების მწარმოებელი, რომელმაც მიზნად დაისახა სრული ელექტროფიცირება და შიდაწვის ძრავიანი ავტომობილების წარმოებიდან ეტაპობრივად ამოღება.  მიმდინარე წლიდან, ყოველი ახალი მოდელის ვოლვო იქნება ელექტროფიცირებული, დღესდღეობით კომპანია უშვებს თავის პირველ სრულად ელექტრო ავტომობილს - XC40.

 ელექტრომობილი XC40 არის პირველი ავტომობილი „ვოლვო ქარს“-ის ახალი დამუხტვადი ავტომობილების ხაზში. „დამუხტვადი“-  იქნება  საერთო სახელი სრულად ელექტრო და plug-in ჰიბრიდული აგრეგატების მქონე ყველა  ვოლვოსათვის. დამუხტვადი ავტომობილების ხაზი მიზნად ისახავს „ვოლვო ქარს“-ის ელექტროფიცირებული ავტომობილების გაყიდვების მოცულობის სამომავლო ზრდას და plug-in ჰიბრიდების მძღოლების წახალისებას, რაც შეიძლება მეტად ისარგებლონ Pure რეჟიმით. 

კომპანია ახალი ხედვის ფარგლებში მიზნად ისახავს მომხმარებლები უზრუნველჰყოს გადაადგილების თავისუფლებით, პერსონალური და მდგრადი უსაფრთხო გზით. „ვოლვო ქარს“-ის მიზანია, მისი მსოფლიო გაყიდვების ნახევარი იყოს სრულად ელექტრო ავტომობილები, ამ დროისათვის კომპანიაში ასევე მოელიან, რომ მათი გაყიდული ავტომობილების ერთი მესამედი მართვის ავტომატური სისტემით იქნება აღჭურვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...