0 8 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ტოიოტა ცენტრმა თეგეტამ კორპორატიულ მომხმარებლებს კურორტ საირმეში უმასპინძლა

ტოიოტა ცენტრი თეგეტას მიერ კურორტ საირმეში მოეწყო სპეციალური ღონისძიება კორპორატიული მომხმარებლებისთვის, რომელიც უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა და ყოველწლიურად იმართება. ღონისძიების მთავარ მიზანს წარმოადგენდა მომხმარებლების უკეთ გაცნობა, მათი მოთხოვნების და რეკომენდაციების მიღება და საქმიან ურთიერთობებთან ერთად მეგობრული ურთიერთობების დამყარება.

ოფიციალური ნაწილის გარდა ღონისძიება დატვირთული იყო სხვადასხვა სპორტული და გასართობი აქტივობებით, რათა სტუმრებს მაქსიმალურად სასიამოვნოდ გაეტარებინათ დრო. ღონისძიების ფარგლებში ჩატარებული სხვადასხვა აქტივობებიდან აღსანიშნავია Off-Road ტური, რომლის დროსაც სტუმრებს საშუალება მიეცათ, უგზოობის რეალურ პირობებში გამოეცადათ ტოიოტას 2019 წლის ყველგანმავალი მოდელები, კერძოდ LC200, Prado, Fortuner-ი და Hilux-ი, რათა თავად დარწმუნებულიყვნენ ტოიოტას ახალი მოდელების უსაზღვრო შესაძლებლობებში.

ტოიოტა ცენტრი თეგეტასთვის მთავარი ამომავალი წერტილი მომხმარებლის კმაყოფილება და კომფორტია. კომპანია მაღალკვალიფიციური კადრებით და მაღალი ხარისხის სერვისით მუდმივად ზრუნავს მათ კომფორტზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები