ბიზნესი
არჩილ თაბაგარი: „ღვინის ქარხანა #1-ის“ საქმეზე: არანაირ დაზარალებულ კომპანი არ არის, სარჩელი აგებულია სიცრუეზე!
2019-10-17 21:33:18
„24 ოქტომბერს ველით რომ სიცრუეზე აგებული სარჩელი დარჩება დაუკამყოფილებელი“,-ამის შესახებ, „ღვინის ქარხანა #1-ის“ ადვოკატმა არჩილ თაბაგარმა, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით გამართული ღონისძიების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა და “ღვინის ქარხანა #1-ის ირგვლივ მიმდინარე სასამართლო პროცესზე ისაუბრა. ადვოკატი იმედს გამოთქვამს რომ განმხილველი პალატა მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას, რითაც ამავდროულად დაიცავს ქყვეყნის საინვესტიციო იმიჯს.
“ღვინის ქარხანა #1-ის ირგვლივ, მიმდინარეობს სასამართლო დავა. ამ დავის შესახებ საზოგადოება ფართოდ არის ინფორმირებული, რამდენადაც საკითხი შეეხება საკუთრების უფლებას. საკუთრების უფლება ძალიან სენსიტიური ინსტიტუტია საქართველოში. საკუთრების უფლების მდგრადობა განაპირობებს ქვეყანაში ბიზნესის თავისუფალ და მდგრად განვითარებას.
სასამართლო დავა დაწყებულია 2015 წლის იანვრიდან. მოდავე კომპანია „სავანე“ აცხადებს რომ 2004 წელს დაკარგა საკუთრების უფლება „ღვინის ქარხანა #1-ზე“ და მან სარჩელი შეიტანა დაახლოებით 11 წლის შემდეგ, 2015 წელს, იმ საფუძვლით რომ 2004 წელს საკუთრების უფლების დაკარგვა მოხდა დანაშაულებრივი ქმედების შედეგად. თუმცა, რამდენიმე დღის წინ, ქრონიკა+ ში გამოქვეყნდა ექსკლუზიური დოკუმეტები, რომლებიც სრული მოულოდნელობა იყო. გაირკვა რომ არანაირ დაზარალებულ კომპანიას არ აქვს ადგილი. სარჩელი აგებულია სიცრუეზე! სასამართლო იძულებული გახდა, დავის განხილვის სააპელაციო ეტაპზე, როდესაც გამართულია ალბათ, მე-11 ხდომა ახალი მტკიცებულებები დაერთოს საქმეს. შესაბამისად, 24 ოქტომბერს ველით რომ სიცრუეზე აგებული სარჩელი დარჩება დაუკამყოფილებელი“,-ამბობს არჩილ თაბაგარი.
“ღვინის ქარხანა #1-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა ბიზნეს ომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე. მისი თქმით, მეტი გამჭირვალობისთვის ბიზნესომბუდსმენი სასამართლო სხდომაზე მათ წარმომადგენელ იურისტს გამოგზავნის: „აღნინული დავა ეხება ბიზნესს შორის კერძო დავას. სადაც ბიზნესომბუდსმენის კომპეტენცია და ფუნქციები იმ კანონის მიხედვით, რომელიც გვარეგულირებს შეზღუდულია. ჩვენ მივესალმებით ამ პროცესის გამჭირვალობას. კარგია რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია. ჩვენ ვუზრუნველყობთ რომ ჩვენი წარმომადგენელი მუდმივად ესწრებოდეს სასამართო სხდომებს. მართალია ჩვენი პოზიცია არ არის დაფიქსირებული, ვერ გვექნება პოზიცია ჩვენი კომპეტენციიდან და კანონმდებლობიდან გამომდინარე. თუმცა, ზოგადად პროცესის შეფასებისთვის, ჩვენი წარმომადეგნელი მუდმივად არის აღნიშნულ პროცესზე წარმოდგენილი“,-ამბობს ბიზნესომბუდსმენი“.
მნიშვნელოვანია, რომ დღეს კი, ღვინის ქარხანა # 1-მა“ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს, მასმედიისა და ბიზნესის წარმომადგნლებს უმასპინძლა, რომელიც ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიების მიზანს სტუმრებითვის ღვინის ქარხანა #1-ის, როგორც თბილისის ერთ-ერთი უნიკალური კულტურული ძეგლის ისტორიის გაცნობა წარმოადგნენდა.
შეგახსენებთ, რომ „ღვინის ქარხანა #1-ის“ საქმეზე სასამართლო დავა 2015 წლიდან დაიწყო. ქონების უკან დაბრუნებას ის ხალხი ითხოვდა, ვინც ტერიტორიას 2004 წლამდე ფლობდა და დაკარგა, ამის შემდეგ ღვინის უძველესმა ქარხანამ ათამდე მესაკუთრე გამოიცვალა.
თბილისში, პეტრიაშვილის ქ. #1-ში მდებარე ღვინის ქარხნის ისტორიული შენობა დღევანდელმა მესაკუთრეებმა საქართველოში მოქმედი ორი ყველაზე მსხვილი კომერციული ბანკისაგან გამოისყიდეს.
2014 წლის დეკემბერში ღვინის ქარხნის შემძენების - შპს "არტ ღვინოს" - მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყო სამოქალაქო დავა. მოსარჩელე - სააქციო საზოგადოება "სავანე ღვინის #1 ქარხანა". მისი წარმომადგენლად აღნიშნულ დავაში საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი ჩაერთო.
„ღვინის ქარხანა #1-ის“ მესაკუთრეების მიერ ორ ინსტანციაში მოგებული სასამართლო პროცესების შემდეგ საქმე კვლავ დაბრუნდა სააპელაციო სასამართლოში, დავაში წლები გადის და ამ დროისთვის საქართველოს პირველი ღვინის ქარხანა დაყადაღებულია.
კომენტარები