ბიზნესი
რე|ბანკის და Dog Organization Georgia-ს ერთობლივი პროექტი მიუსაფარი ძაღლებისთვის
2019-10-18 13:01:37
რე|ბანკი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში DOG (Dog Organization Georgia) - თან ერთად ახალ, სასარგებლო პროექტს განახორციელებს: DOG-ის თავშესაფრის ტერიტორიაზე უახლოეს მომავალში ფუნქციონირებას დაიწყებს ვეტერინარული ოთახი, რომელიც მიუსაფარ ძაღლებს ვაქცინაციას და პირველად დახმარებას აღმოუჩენს.
DOG უკვე ცხრა წელია, რაც თავშესაფრით უზრუნველყოფს მიუსაფარ ძაღლებს, თუმცა პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევას საკუთარი რესურსით ვერ ახერხებდა. რე|ბანკის მხარდაჭერით უახლოეს მომავალში DOG ამ ფუნქციასაც შეითავსებს.
„სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ჩვენ სამომავლოდაც გავაგრძელებთ მიუსაფარ ძაღლებზე ზრუნვას. ამასთანავე, რე|ბანკის ყველა ფილიალი ღიაა შინაური ცხოველებისთვის და მომხმარებლებს საბანკო მომსახურების მიღება აქ თავისუფლად შეუძლიათ თავისი ოთხფეხა მეგობრის თანხლებით.“ - დიანა თიგიშვილი, რე|ბანკის პიარის და მარკეტინგის უფროსი სპეციალისტი.
“მოხარული ვართ, რომ რე|ბანკმა ჩვენთან თანამშრომლობაზე შეაჩერა არჩევანი თავისი სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში. აღნიშნული პროექტი საშუალებას მოგვცემს ვეტ-დახმარება აღმოვუჩინოთ მათ, ვისაც ყველაზე ნაკლებად აქვს ამის შესაძლებლობა. რე|ბანკი კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება იზრუნოს და უთანაგრძნოს კომპანიამ ჩვენს დაუცველ ოთხფეხა მეგობრებს.” - სარა კემეცსეი, Dog Organization Georgia.
რე|ბანკი პაშა ბანკის ახალი, საცალო ქვე-ბრენდია, რომლის ფილიალები მდებარეობს თბილისში, ბათუმში, ქუთაისში და ზუგდიდში.
rebank.ge | +995 32 222 25 25 | *2525
კომენტარები