0 8 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

სრულიად ელექტრო ვოლვო XC40 წარმოგიდგენთ უახლეს საინფორმაციო სისტემებს

16 ოქტომბერს ვოლვო წარმოადგენს სრულიად ელექტრო ავტომობილს Volvo  XC40-ს, უახლეი საინფორმაციო სისტემით, რომელიც მხარდაჭერილია ანდროიდის და გუგლის ტექნოლოგიური პლატფორმების მიერ. ვოლვომ განახორციელა საინფორმაციო სისტემის ფუნდამენტური ცვლილება, რომელიც გამოყენებული იქნება ვოლვოს უახლეს მოდელ XC40-ში. ანდროიდის სისტემის მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა მომხმარებლის უპრეცენდენტო პერსონალიზაცია, რაშიც ასევე დიდ როლს ასრულებს გუგლი, თავისი ტექნოლოგიური სერვისებით.

ვოლვო არის პირველი კომპანია, რომელიც თანამშრომლობს გუგლთან, ინტეგრირებული საინფორმაციო სისტემების მიმართულებით და მომხმარებელს სთავაზობს ინტეგრირებულ Google Assistant-ს, Google Map-ს და Google Play Store სისტემებს. ახალ სისტემაში წარმოდგენილია სრულად ინტეგრირებული ანდროიდის საავტომობილო სისტემა, რომელიც აერთიანებს გუგლის რუკებს, გუგლ ასისტენტს და სხვა საავტომობილო აპლიკაციებს.

ელექტრო XC40 არის ასევე პირველი ვოლვო, რომელიც მიიღებს პროგრამების და ოპერაციული სისტემის განახლებას ჰაერის მეშვეობით. სრულიად ელექტრო XC40 მუდმივად განაგრძობს განახლებას და გაუმჯობესებას, მიუხედავად სისტემების იმ პიკური რაოდენობისა, რომელიც ავტომობილს ქარხნიდან მოჰყვება.

„საბოლოოდ ჩვენ შევძელით და გაძლევთ იმ გამოცდილებას ავტომობილში, რომელსაც აქამდე მხოლოდ სმარტფონის საშუალებით იღებდით, თუმცა ეს ახლა ხდება უფრო უსაფრთხოდ, ხოლო საჰაერო განახლებების მეშვეობით თქვენი ვოლვო მუდმივად დარჩება ლიდერი ტექნოლოგიური პროდუქტების მიმართულებით.“ - განაცხადა ვოლვოს ტექნიკურმა დირექტორმა ჰენრიკ გრინმა.

ანდროიდის საავტომობილო ოპერაციული სისტემის ერთ-ერთი საუკეთესო მახასიათებელი არის, ის რომ აღნიშნული სისტემა მოიცავს მილიონობით დეველოპერს. ახალ ვოლვოში ხელმისაწვდომია ის ტექნოლოგიები და სერვისები რომლებიც წარმოდგენილია Play Store-ში. გუგლის ასისტენტი მოგცემთ შესაძლებლობას აკონტროლოთ სისტემა თქვენი ხმის მეშვეობით, თქვენ  შეგიძლიათ შეასრულოთ მოქმედებები, როგორებიც არის ტემპერატურის კონტროლი, ადგილმდებარეობის მონიშვნა, სასურველი მუსიკის ჩართვა და სხვა, ასევე  შეძლებთ მესიჯების გაგზავნას. 

მთელი ეს ინტეგრაცია განპირობებულია მძღოლის ყურადღების შენარჩუნებისთვის. გუგლის ასისტენტი გაძლევთ საშუალებას აკონტროლოთ თქვენი სმარტფონი მასთან შეხების გარეშე. გუგლი მოგამარაგებთ უახლესი რუკებით და გამცნობთ ვითარებებს გზებზე რეალურ დროში, რაც მოგცემთ საშუალებას წინასწარ გაიგოთ არსებული შეფერხებების შესახებ და თავი აარიდოთ გადატვირთულ ქუჩებს. ეს ტექნოლოგიები გააუმჯობესებს თქვენი XC40-ის შესაძლებლობებს Advanced Driver Assistance Systems-ის მხრივ, ავტომობილს მიაწვდის ინფორმაციებს გზებზე სიჩქარის ლიმიტების შესახებ ან გზის მრუდების შესახებ, რომელებიც გამოყენებული იქნება მძღოლის გარეშე მართვისთვის.

ვოლვოს ჯგუფი ასევე განაგრძობს დამაკავშირებელი სერვისების განვითარებას ტექნოლოგიური სერვისის Volvo On Call-ის მეშვეობით. მაგალითისთვის, ახალი სისტემა სრულად იქნება ინტეგრირებული Volvo On Call-თან, რაც მოგცემთ ელემენტის დონის და დატენვის სტატუსის ნახვის საშუალებას. Volvo On Call-ი გამოიყენება ისეთი მოქმედებების შესასრულებლად თქვენი სმარტფონის მეშვეობით, როგორებიც არის ზამთარში ავტომობილის წინასწარი გათბობა, პარკინგზე ავტომობილის პოვნა, ავტომობილის გაღება /დაკეტვა ან გასაღების გაზიარება. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...