0 8 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ავტოგასამართი სადგური გუგენჰაიმის მუზეუმის ელემენტებით - „სოკარის“ კიდევ ერთი რებრენდირებული ობიექტი

კომპანია „სოკარის“ კრეატიული კამპანიის ფარგლებში კიდევ ერთი რებრენდირებული ავტოგასამართი სადგური გაიხსნა. სადგური ავტობანზე, ქარელის რაიონში, სოფელ ურბნისში მდებარეობს და მის ინსპირაციას ბილბაოს გუგენჰაიმის მუზეუმი წარმოადგენს. სწორედ ბილბაოს მთავარი ღირშესანიშნაობის ფერებითა და ფორმებით შეიქმნა დიზაინი, რომელშიც ადვილად გამოარჩევთ მუზეუმის რამდენიმე ცნობილ მკვიდრს, მათ შორის ლუიზ ბურჟუას ობობას რეპლიკასაც.

„სოკარის“ კრეატიული კამპანია ფეხბურთის ევროპის 2020 წლის ჩემპიონატს უკავშირდება, რომელიც UEFA-ს ინიციატივით, გლობალურად აღინიშნება და ფეხბურთის ისტორიაში პირველად, მატჩები მსოფლიოს 12 სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარდება. სწორედ ამიტომ, კომპანია „სოკარმა“ გადაწყვიტა, საკუთრებაში არსებული რამდენიმე ავტოგასამართი სადგური ამ ქალაქების დამახასიათებელი ელემენტებით გააფორმოს.

ბილბაოს ავტოგასამართი სადგური მეშვიდეა კრეატიული კამპანიის ფარგლებში. მთლიანობაში, 11 ავტოგასამართი სადგური გაფორმდება ახლებურად რომის, ამსტერდამის, გლაზგოს, ბუდაპეშტის, კოპენჰაგენის, ბილბაოს, ბუქარესტის, მიუნხენის, დუბლინის, ბაქოსა და ლონდონის ძირითადი მახასიათებლებითა და ღირშესანიშნაობებით.  ჩამონათვალში არ შედის მხოლოდ პეტერბურგი. კომპანია „სოკარი“ ითვალისწინებს ქვეყნებს შორის არსებულ ვითარებას და საქართველოში რუსეთის ქალაქის წარმოჩენისაგან თავს იკავებს.  2020 წლის ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატისადმი მიძღვნილი კამპანია 2019 წლის დეკემბერში სრულდება.

„სოკარის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმის „პასუხისმგებლობის 5 სტანდარტი“ ერთ-ერთი მიმართულება ახალგაზრდების მხარდაჭერაა, რაც განათლების, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტის, მათ შორის, ფეხბურთის პოპულარიზაციის ხელშეწყობას გულისხმობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები