მსოფლიო
Global Finance-მა თიბისი ყველაზე უსაფრთხო ბანკად დაასახელა საქართველოში
2019-10-07 14:55:49
გავლენიანმა საერთაშორისო გამოცემამ Global Finance-ი მსოფლიოს 110 ქვეყანაში ყველაზე უსაფრთხო ბანკები დაასახელა. საქართველოში ეს ჯილდო თიბისიმ მიიღო.
Global Finance-მა ბანკები შეარჩია უცხოური ვალუტის გრძელვადიანი შეფასების სისტემით Moody’s-ის, Standard & Poor’s– ისა და Fitch–ისგან, ასევე, მსოფლიოს 1000 უმსხვილესი ბანკის მთლიანი აქტივებისგან.
„ბიზნესსაქმიანობა ახლა უფრო გლობალურად არის გადაჯაჭვული, ვიდრე ოდესმე, ეს დიდ და მცირე კორპორაციებს ახალ ბაზრებზე გასვლისკენ უბიძგებს. ჩვენ ვთავაზობთ ამ სიას, რათა კორპორატიულმა ფინანსურმა აღმასრულებლებმა საუკეთესო პარტნიორები იპოვონ თითოეულ ქვეყანაში, სადაც ისინი საქმიანობენ.” - განაცხადა Global Finance-ის გამომცემელმა და მთავარმა რედაქტორმა ჯოზეფ ჯიარაპუტომ.
„ჩვენ გვეამაყება, რომ 2019 წლის ყველაზე უსაფრთხო ბანკად დაგვასახელეს, ეს არის ჩვენი ძლიერი კაპიტალის და მდგრადი ბიზნეს მოდელის აღიარება. თიბისი ბანკი 25 წელზე მეტია რაც არსებობს და დაარსების დღიდან, ჩვენ სანდო პარტნიორი და საიმედო ფინანსური სერვისების მიმწოდებლები ვართ ჩვენი საცალო მომხმარებლებისთვის და ბიზნეს პარტნიორებისთვის.” - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა.
საერთაშორისო ფინანსური ჟურნალი Global Finance 1987 წელს დაარსდა და ის 50,000-იანი ტირაჟით გამოიცემა მსოფლიოს 188 ქვეყანაში. Global Finance-ის მკითხველებს წარმოადგენენ ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საინვესტიციო და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაზე. ჟურნალის ვებ-გვერდზე (GFMag.com) გამოქვეყნებული სტატიები და ანალიტიკური მასალა ასახავს 32-წლიან გამოცდილებას საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე და მკითხველს სთავაზობს მნიშვნელოვან ინფორმაციასა და მონაცემებს 192 ქვეყნის შესახებ. ჟურნალის მთავარი ოფისი ნიუ-იორკში მდებარეობს, მისი ფილიალები კი წარმოდგენილია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
Global Finance უკვე 20 წელზე მეტია ასახელებს მსოფლიოს საუკეთესო ბანკებს სხვადასხვა ნომინაციაში. წლების განმავლობაში, თიბისი ბანკს Global Finance-ისგან არაერთი ჯილდო აქვს მიღებული სხვადასხვა კატეგორიაში.
კომენტარები