1 0 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შენთან ერთად უსაფრთხოებისთვის

გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევები და ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებელი ადასტურებს, რომ გამართული ავტომობილი არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ჩვენი გარშემომყოფების უსაფრთხოების ერთ-ერთი წინაპირობაა. სწორედ ამიტომ, წელს თეგეტა მოტორსი იწყებს კამპანიას - „თეგეტა შენთან ერთად უსაფრთხოებისთვის“. ამ კამპანიის მთავარი მიზანია საზოგადოებაში ავამაღლოთ ცნობიერება და პასუხისმგებლობა, როგორ უნდა მართონ ავტომობილი, როგორ უნდა იმოძრაონ ფეხით სავალ ნაწილზე, ან თუნდაც როგორ უნდა გადაკვეთონ გზა. სწორედ ამ იდეიდან გამომდინარე შეიქმნა პერსონაჟი „ნუგო“ - დაუდევარი მძღოლი, რომელიც ეხვევა სხვადასხვა უბედურ შემთხვევებში, რადგან წინასწარ არ იზრუნა ავტომობილის გამართვაზე. კამპანიის  მიზანია, ერთად დავიცვათ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება და ვიზრუნოთ უსაფრთხო გადაადგილებაზე.

კვლევების მიხედვით წელიწადში საშუალოდ 300 საათს ვატარებთ ტრანსპორტში და ეს რიცხვი ყოველწლიურად იზრდება, შესაბამისად იზრდება ავტომობილების გამართული მუშაობის საჭიროება. ავტომობილების გამართული მუშაობა უზრუნველყოფს როგორც ჩვენს, ასევე ჩვენს გარშემომყოფთა უსაფრთხოებას.

თეგეტა მოტორსი უკვე 24 წელია ზრუნავს საქართველოში საგზაო მოძრაობის სტანდარტის გაუმჯობესებაზე. ამ პერიოდში თეგეტა მოტორსმა ტექნიკურად გამართა ნახევარ მილიონზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რითაც კიდევ უფრო მეტი ადამიანის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება უზრუნველყო. კომპანიის მთავარი ღირებულება - თითოეული მოქალაქის უსაფრთხო მგზავრობაა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები