ბიზნესი
ეროვნულმა ბანკმა 40 მილიონი დოლარი გაყიდა
2019-09-27 17:14:37
საქართველოს ეროვნული ბანკმა დღევანდელ სავალუტო აუქციონზე 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. ბანკის ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.9546 შეადგინა.
ეროვნულმა ბანკმა გუშინ გაავრცელა განცხადება, რომელშიც განმარტა, რატომ გაყიდდა დღევანდელ სავალუტო აუქციონზე 40 მლნ აშშ დოლარს.
„ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის არსებული დონე კვლავ მნიშვნელოვან ინფლაციურ ზეწოლას ქმნის. ამ ზეწოლის გასანეიტრალებლად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ა.წ. 25 სექტემბერს რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით გაზარდა. გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ზემოქმედების გასაძლიერებლად, ეროვნული ბანკი 27 სექტემბერს სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის“, – აღნიშნული იყო განცხადებაში.
ეროვნული ბანკის ცნობით, უწყება თანმიმდევრულად გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად.
კომენტარები