ბიზნესი
მაგთიკომის ინტერნეტიზაციის პროცესი გრძელდება
2019-09-27 10:33:12
მაგთის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტით დაფარულ 400-ზე მეტ ქალაქსა და სოფელს კიდევ 5 ლოკაცია დაემატა.
დღეიდან მაგთის მაღალხარისხიანი ინტერნეტითა და IP ტელევიზიით ისარგებლებენ:
ზუგდიდის რაიონის - ნარაზენი
ჩხოროწყუს რაიონის - ლესიჭინე
მარტვილის რაიონის - ბანძა
თეთრიწყაროს რაიონის - მანგლისი
ბოლნისის რაიონის - ტალავერი
მაგთიკომს დღეში 40 კილომეტრზე მეტი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი გაჰყავს, ინტერნეტქსელს მუდმივად აფართოებს და ახალ ლოკაციებს უმატებს.
ქალაქებში, სოფლებსა და დასახლებულ პუნქტებში ინტერნეტის უზრუნველყოფით, მაგთიკომი მხარს უჭერს ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს - ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და განათლების დონის ამაღლებას.
სრული ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს - https://www.magticom.ge/ka/internet-tv-special-offers-for-regions
კომენტარები