1 0 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ვენდის“ ქართულმა რესტორნებმა საერთაშორისო „ვენდისგან“ Dave’s Way სერტიფიკატი – ხარისხის ყველაზე მაღალი ჯილდო მიიღო

„ვენდის“ ქართულმა რესტორნებმა საერთაშორისო „ვენდისგან“ Dave’s Way სერტიფიკატი – ყველაზე მაღალი ჯილდო საკვების უსაფრთხოების, ხარისხის კონტროლის დახვეწილი სისტემის, გემოვნური თვისებების, სწრაფი მომსახურებისა და  სისუფთავისთვის მიიღო. 26 მაისი მოედანსა და ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე „ვენდის“ რესტორნებმა Dave’s Way ხარისხის სერტიფიკატი შეფასების სხვადასხვა სისტემებთან ერთად მომხმარებლის უმაღლეს შეფასებას ეყრდნობა.

გამარჯვებული რესტორნის თანამშრომლებს ჯილდო „ვენდის“ საერთაშორისო საოპერაციო დირექტორმა გაბორ ჰავარმა გადასცა. გაბორ ჰავარის მიხედვით:  „Dave’s Way ხარისხის სერტიფიკატით ჯილდოვდება რესტორნები, რომლებიც „ვენდის“ მთელს საერთაშორისო ქსელში გამოირჩევა საკვების უსაფრთხოებით, საუკეთესო ხარისხით, უმაღლესი კლასის მომსახურებით და მეგობრული გარემოთი. შესაბამისად, ჩვენ ვულოცავთ ქართულ „ვენდის“ ღირსეულ ჯილდოს“.

„ვენდი“ მუდმივად ცდილობს შეასრულოს დანაპირები – „ხარისხი ჩვენი რეცეპტია“. ხარისხის კონტროლის უახლესი სისტემების დანერგვითა და იმპორტის ქართული პროდუქტებით ჩანაცვლებით ჩვენ შევძელით შეგვექმნა გამორჩეული გემო, რომელიც „ვენდის“ საყვარელ თავშეყრის ადგილად აქცევს. ყოველდღიურად ახალი  ქართული ხორცპროდუქტებით, პურით, ნაყინითა თუ სხვა ადგილობრივი პროდუქტებით დამზადებული უგემრიელესი კერძები და ჩვენი მომსახურების დონე შეუმჩნეველი არც „ვენდის“ სათაო ოფისს დარჩა. შესაბამისად, Dave’s Way ხარისხის ჯილდო ჩვენი ძალისხმევის ყველაზე საუკეთესო აღიარებაა. უფრო მეტიც, ვაკის რესტორანმა უფლება მოიპოვა „ვენდის“ ხარისხის კონტროლის სისტემები გააცნოს და დაატრენინგოს,  არა მხოლოდ საქართველოს ვენდის რესტორნების მომავალი თანამშრომლები და მენეჯერები, არამედ სხვა ქვეყნების „ვენდის“ წარმომადგენლობის თანამშრომლებიც“, აცხადებს „ვენდის“ გენერალური დირექტორი გიორგი მშვილდაძე.

 „ვენდის“ ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება „ვისოლ ჯგუფმა“ 2013 წელს დაიწყო. „მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის  ფარგლებში 2015 წლიდან ამერიკული რესტორნების ქსელმა იმპორტის უდიდესი წილი ქართული პროდუქტებით ჩაანაცვლა და ერთგულ მომხმარებელს უკვე ქართული პროდუქტებით დამზადებულ  ყოველდღიურად ახალ, მაღალი ხარისხის, უგემრიელეს კერძებს სთავაზობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები