1 0 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კომპანია „სოკარი“ დასუფთავების აქციას შეუერთდა

21 სექტემბერს, დასუფთავების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, კომპანია „სოკარის“ თანამშრომლები დასუფთავების აქციას შეუერთდნენ. კომპანიის გუნდმა ორგანიზაცია CAYNEX-ის სამოქალაქო მოძრაობა “Let’s do it Georgia”-სთან ერთად რუსთავის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. 

გარდა ამისა, კომპანია „სოკარი“ სამოქალაქო მოძრაობას სასპონსორო კუთხითაც შეუერთდა და მოძრაობის წევრებს ხელთათმანების, ჩანთებისა და დასუფთავებისთვის საჭირო სხვა ინვენტარის შეძენაში დაეხმარა. 

„სოკარი“ აქტიურად მუშაობს სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით დაგეგმილ აქტივობებზე. წელიწადზე მეტია, შექმნილია გრძელვადიანი CSR სტრატეგია, რომელიც მოიცავს 5 მიმართულებას, მათ შორის, ერთ-ერთი გარემოს დაცვაა. ამ მიმართულებით, კომპანიას აშენებული აქვს არაერთი სკვერი თბილისსა და რეგიონებში, მათ შორის რეკრეაციული ზონები თბილისსა და რუსთავში. „სოკარი“ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ნარჩენების მართვას და ყველა წესის დაცვით ახორციელებს უტილიზაციას. 

გარდა ამისა, კომპანია ხელს უწყობს ელექტრო მანქანებისა და ელექტრო სკუტერების პოპულარიზაციას, შესაბამისად, „სოკარის“ სადგურების უმრავლესობაზე (კახეთიდან ბათუმამდე არსებულ მთელს ავტობანზე და თბილისში) დამონტაჟებულია ელექტრო-მანქანების სატენები. 

კომპანია „სოკარი“ ჩართულია გამწვანების აქციებშიც. გასულ წელს, ისანი-სამგორის რაიონში, ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში არსებული ტერიტორია გამწვანდა და 625 ძირი ხე დაირგო. ასევე,  4700 ძირი ხე დაირგო ბორჯომის ტყე-პარკის ხანძრის შედეგად განადგურებულ ტერიტორიაზე, 2 ჰექტარი მიწის ფართობზე. ამასთან, კომპანია ხანძრის ჩაქრობის პროცესშიც მონაწილეობდა. სტიქიასთან ბრძოლაში სახანძრო-სამაშველო სამსახურისთვის „სოკარმა“ 45 ტონა ავიასაწვავი, 10 ტონა ბენზინი და 10 ტონა დიზელი გამოყო. 

CSR სტრატეგიის გათვალისწინებით, კომპანია „სოკარი“ გარემოს დაცვით აქციებში ჩართვას მომავალშიც გეგმავს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები