ბიზნესი
„თბილისი ენერჯი“ 2019 წლის აგვისტოს თვის სახიფათო გაზდანადგარების ჩაჭრის სტატისტიკას აქვეყნებს
2019-09-09 10:14:46
კომპანია „თბილისი ენერჯი“ აბონენტების უსაფრთხოებისთვის ინტენსიურად ახორციელებს საცხოვრებელი ფართებისა და გაზგაყვანილობის, კუსტარულად დამონტაჟებული გაზდანადგარების შემოწმებას.
კომპანიის სპეციალისტებმა აგვისტოს თვეში თბილისში, საცხოვრებელ ბინებში სულ 2455 დარღვევა აღმოაჩინეს. მათ შორის უმეტესობა კუსტარულად დამონტაჟებული და სიცოცხლისთვის სახიფათო გაზის დანადგარებია.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ აბონენტთა უმეტესობა უკვე გაფრთხილებული და ინფორმირებული იყო მოსალოდნელ საფრთხეებზე, გაზის დანადგარები კი - ჩასხნილი. თუმცა პირველ ჯერზე მათ ეს გაფრთხილება არ გაითვალისწინეს და ქსელზე წყალგამაცხელებლები და გამათბობელები თვითნებურად მიაერთეს.
კომპანია კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ - კუსტარულად და თვითნებურად მიერთებული, გასაკუთრებით კი ღია კამერიანი გაზის დანადგარები საშიშია, როგორც თქვენი ოჯახის წევრებისთვის, ასევე - თქვენს მეზობლად მცხოვრები სხვა ადამიანებისთვისაც.
კომპანია მადლობას უხდის იმ აბონენტებს, რომლებმაც გაითვალისწინეს სპეციალისტების რჩევები, შეცვალეს ან მოაწესრიგეს შიდა გაყვანილობა და გაზდანადგარები.
გთავაზობთ 2019 წლის აგვისტოს თვეში თბილისში, სიცოცხლისთვის სახიფათო დანადგარების ჩაჭრის სტატისტიკას უბნების მიხედვით:
- ისანი-ვაზისუბანი
- სანზონა 308
- ჩუღურეთი 294
- სამგორი 653
- წყნეთი 9
- გლდანი 42
- კრწანისი 81
- საბურთალო 42
- ნაძალადევი 219
- ნუცუბიძე 84
- დიდუბე 55
- დიღომი 64
- ვაკე 78
- მთაწმინდა 34
- სულ 2455
კომენტარები