ბიზნესი
ხვალ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ქართველი და უცხოელი ადვოკატები პრესკონფერენციას გამართავენ
2019-09-06 00:22:54
ხვალ, 6 სექტემბერს 12:00 საათზე სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ქართველი და უცხოელი ადვოკატები - სტივენ ქეი, ვინსენტ ბერგერი და ზვიად კორძაძე პრესკონფერენციას გამართავენ.
ცნობისთვის, სტივენ ქეი არის ბრიტანეთის დედოფლის იურისტის საპატიო ტიტულის მფლობელი. საერთაშორისო აღიარების მქონე სისხლის სამართლის სპეციალისტი. სტივენ ქეი ხელმძღვანელობს სამოცწლიანი გამოცდილების მქონე წამყვან ბრიტანულ იურიდიულ ფირმას „Bedford Row”. არის ევროპის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის ბიუროს თანადამფუძნებელი და წევრი. წლების განმავლობაში იყო ინგლისის და უელსის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის მდივანი.
ვინსენტ ბერგერი არის ფრანგი ადვოკატი, ევროპის კოლეჯის საპატიო პროფესორი, ევროპის ადვოკატთა საბჭოსა და სამართლის საზოგადოებების (CCBE) ექსპერტი. წლების განმავლობაში ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში იკავებდა სხვადასხვა პოზიციას, იყო ევროსაბჭოს ექსპერტი.
ზვიად კორძაძე არის "კორძაძის საადვოკატო ბიუროს" ადვოკატი და ხელმძღვანელი, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარე, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
შეხვედრა ღიაა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.
კომენტარები