მსოფლიო
რე|ბანკი მომხმარებლებს ინტერნეტ და მობაილბანკს სთავაზობს
2019-08-27 12:50:02
რე|ბანკმა 26 აგვისტოს ახალი ინტერნეტ და მობაილბანკი გააქტიურა, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს, დისტანციურად მართოს საკუთარი ანგარიშები, მიიღოს დეტალური ინფორმაცია პროდუქტებზე, შეასრულოს გადარიცხვები და გადახდები ან შეუკვეთოს საბანკო პროდუქტები. კლიენტს ასევე შეეძლება, მიიღოს განახლებადი და დეტალური ინფორმაცია გაცვლითი კურსების, სიახლეებისა და შეთავაზებების შესახებ.
ინტერნეტბანკის მომსახურებაზე დარეგისტრირება უფასოა და ონლაინ არის შესაძლებელი. ამისთვის მომხმარებელს რე|ბანკში მიმდინარე ანგარიში უნდა ჰქონდეს.
რე|ბანკის ინტერნეტბანკით სარგებლობისთვის ეწვიეთ გვერდს rebanking.ge ან ჩამოტვირთეთ მობაილ ბანკის აპლიცაკია AppStore-დან ან Google Play. რე|ბანკი პაშა ბანკის საცალო საბანკო მომსახურების ქვე-ბრენდია და მისი პრეზენტაცია 9 აგვისტოს შედგა. ამ მოკლე ვადაში ბანკმა თბილისში უკვე სამი ფილიალი გახსნა და კიდევ ბევრ საინტერესო სიახლეს პირდება მომხმარებლებს. რე|ბანკის მიზანია გაამარტივოს და ახლებურად წარმოადგინოს საბანკო მომსახურება საცალო სექტორში. პირველ ეტაპზე რე|ბანკი მომხმარებელს სამ ძირითად პროდუქტს შესთავაზებს: ტოპ|ქარდს, მაქსი|ანაბარს და ბლიც|სესხს.
ტოპ|ქარდი 0%-იანი (ეფექტ. 0%-დან) განვადების ბარათია, რომლის მთავარი უპირატესობაა, მომხმარებელს ხარჯების დანაწევრების გზით ყოველთვიურად გამოუთავისუფლოს თანხა სხვა მიზნებისთვის. აღნიშნული ბარათით ამა თუ იმ ნივთის ან მომსახურების შეძენისას მომხმარებელი გადაიხდის ზუსტად იმ საფასურს, რასაც გადაიხდიდა ნაღდი ანგარიშსწორების შემთხვევაში. ამასთანავე, ბარათზე გავრცელდება ქეშბექის ფუნქცია და ბევრი სხვა საინტერესო მახასიათებელი.
მაქსი|ანაბარი და ბლიც|სესხი სტანდარტული საბანკო პროდუქტებია, კონკურენტული საპროცენტო განაკვეთებით და მომსახურების გამარტივებული პირობებით.
რე|ბანკის პროდუქტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება და ასევე, განაცხადის დატოვება შესაძლებელი იქნება ბანკის ვებ-გვერდზე და სატელეფონო მომსახურების ცენტრში:
rebank.ge | +995 32 222 25 25 | *2525
კომენტარები