მსოფლიო
“ნატახტარის ლიმონათთან“ ერთად, სიცილის ფესტივალი მოეწყო
2019-07-24 14:28:44
შუშხუნა და მხიარული განწყობა - მთაწმინდის პარკში, „ნატახტარის ლიმონათთან“ ერთად, სიცილის ფესტივალი ჩატარდა.
დღის განმავლობაში, როგორც დიდებისთვის, ასევე პატარებისთვის „ნატახტარის ლიმონათმა“ სხვადასხვა აქტივობა გამართა: საპნის ბუშტების შოუ, გიგანტური ფაზლის აწყობა, 3D გიფები, კარაოკე, ექსპერიმენტორიუმისა და ანიმატორების შოუ, სიცილის თერაპია, პოლაროიდის ფოტოების გადაღება.
„ჩვენ ვცდილობთ შუშხუნი და მხიარულება შემოვიტანოთ ადამიანების ცხოვრებაში. სახალისო და დაუვიწყარი გავხადოთ ეს დღე. აქ არიან ადამიანები ოჯახებთან ერთად, შესაბამისად, ჩვენ გვაქვს აქტივობები როგორც პატარებისთვის, ასევე დიდებისთვის. ვფიქრობ, სიცილის ფესტივალს ხალისი შემოაქვს ჩვენს ყოველდღიურობაში,“ - აღნიშნავს „ნატახტარის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ქეთი ჟვანია.
კომენტარები