0 7 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"საკმაოდ სახუმარო ხასიათზე ვიყავით და შესაბამისად, კითხვაზე - ვაპირებდი თუ არა პარლამენტში შესვლას და რა მიზნით, ვუპასუხე.."- ირაკლი ოქრუაშვილის დაკითხვა დასრულდა

 თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ერთადერთი აზრიანი კითხვა მდგომარეობდა შემდეგში - რას მოიმოქმედებდა თუ ხალხი პარლამენტში შევიდოდა?რაზეც ოქრუაშვილმა, მისივე თქმით, უპასუხა, რომ ხალხს პარლამენტში შეყვებოდა.


„ჩემი გამოკითხვის საჭიროება აშკარად ვერ დავინახე. ზუსტად იმ დროის მონაკვეთიდან გამომდინარე, რამდენი ხანიც შიგნით გამოკითხვაზე ყოფნა მომიწია. საკმაოდ სახუმარო ხასიათზე ვიყავით და შესაბამისად, კითხვაზე - ვაპირებდი თუ არა პარლამენტში შესვლას და რა მიზნით, ვუპასუხე, რომ ვაპირებდი, რადგან 2003 წლის არჩევნების შედეგად გავხდი დეპუტატი და 3 თვის განმავლობაში, ვიდრე პროკურორობის გამო პარლამენტი უფლებამოსილებას შემიწყვეტდა, ხელფასი მქონდა ასაღები. ამ მიზნით ვაპირებდი შესვლას. მკითხეს - რატომ ვაპირებდი წინიდან პარლამენტში შესვლას და ვუთხარი, რომ ბუღალტერია წინიდან მეგონა. მერე მითხრეს პოლიციელებმა, რომ არა, გვერდიდან არისო და ამიტომ გვერდიდან წავედი. ბოლოს პასუხი მივიღე, რომ ხელფასს არ მოგცემთო. ერთადერთი აზრიანი კითხვა მდგომარეობდა შემდეგში - რას მოვიმოქმედებდი თუ ხალხი პარლამენტში შევიდოდა? ძალიან მარტივი პასუხია - ხალხს პარლამენტში შევყვებოდი იმის გამო, რომ უფრო მეტი გართულება არ ყოფილიყო. შემდეგი, მეტ-ნაკლებად იურიდიული და აზრიანი კითხვა იყო ის, რომ ვიცი თუ არა, რომ პარლამენტში შესვლას სპეციალური ნებართვა სჭირდება? რა თქმა უნდა, ვიცი, რომ სჭირდება სპეციალური ნებართვა. მეტი აზრიანი კითხვა არ დასმულა“, - განაცხადა ოქრუაშვილმა და დასძინა, რომ მან არ იცის, კიდევ მოუწევს თუ არა გამოკითხვაზე მისვლა.

„ეს მათ უნდა ჰკითხოთ, წარმოდგენა არ მაქვს“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები