მსოფლიო
„გაზგამანაწილებელი“: ივნისში გაზით მოწამვლის ან გარდაცვალების არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა
2019-07-23 10:32:33
„გაზგამანაწილებელი“ განცხადებას ავრცელებს.
„გაზგამანაწილებელი“ ინტენსიურად განაგრძობს უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში აბონენტების ინფორმირებას, მათი საცხოვრებელი ფართებისა და გაზგაყვანილობისა და კუსტარულად დამონტაჟებული გაზდანადგარების შემოწმებას. კამპანიის ფარგლებში ინტენსიური მუშაობის შედეგია ის, რომ ივნისში გაზით მოწამვლის ან გარდაცვალების არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. კომპანია, პირველ რიგში, მადლობას უხდის იმ აბონენტებს, რომლებმაც გაითვალისწინეს სპეციალისტების რჩევები, შეცვალეს ან მოაწესრიგეს შიდა გაყვანილობა და გაზდანადგარები. მადლობა კომპანიის სპეციალისტებსა და თანამშრომლებს, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ, რათა ყველა აბონენტი დაარწმუნონ უსაფრთხოების ნორმების აუცილებლობაში. განსაკუთრებული მადლობა მედიასაშუალებებს, რომლებიც მუდამ მზად არიან, აქტიურად ჩაერთონ და გააშუქონ უსაფრთხოების კამპანია.
აქვე გაგაცნობთ ივნისში კუსტარულად დამონტაჟებული გაზის დანადგარების ჩახსნის სტატისტიკას. კომპანიის სპეციალისტებმა გასულ თვეში თბილისში, საცხოვრებელ ბინებში, სულ, 2495 კუსტარულად დამონტაჟებული და სიცოცხლისთვის სახიფათო გაზის დანადგარები ჩაჭრეს. აღსანიშნავია, რომ ბინის მეპატრონეთა უმეტესობა ერთხელ უკვე გაფრთხილებული და ინფორმირებული იყო მოსალოდნელ საფრთხეებზე, გაზის დანადგარები კი ჩახსნილი. თუმცა პირველ ჯერზე მათ ეს გაფრთხილება არ გაითვალისწინეს და ქსელზე წყალგამაცხელებლები და გამათბობელები თვითნებურად მიაერთეს.
კომპანია კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ - კუსტარულად და თვითნებურად მიერთებული, გასაკუთრებით კი ღია კამერიანი გაზის დანადგარები საშიშია როგორც თქვენი ოჯახის წევრებისთვის, ისე თქვენს მეზობლად მცხოვრები სხვა ადამიანებისთვისაც.
გთავაზობთ 2019 წლის ივნისში თბილისში სიცოცხლისთვის სახიფათო დანადგარების ჩაჭრის სტატისტიკას უბნების მიხედვით.
სამგორი - 655
სანზონა - 299
გლდანი - 272
ისანი-ვაზისუბანი - 266
საბურთალო - 158
ჩუღურეთი - 151
ნაძალადევი - 150
კრწანისი - 137
ნუცუბიძე - 113
დიდუბე - 112
დიღომი - 87
წყნეთი - 38
მთაწმინდა - 33
ვაკე - 24
სულ - 2495
კომენტარები