1 2 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ცუდი განათების პირობებშიც კი კადრი მკვეთრი და შთამბეჭდავი გამოდის - HUAWEI P30 Pro-ს ხარისხის სტანდარტი

HUAWEI P30 Pro კვლავ საუკეთესო არჩევანია მობილური ფოტოგრაფიის მოყვარულთათვის. Leica-სთან ერთად შექმნილ ოთხ ძირითად კამერას, მობილური ფოტოგრაფიის ხარისხი  ახალ საფეხურზე აჰყავს, უფრო მეტიც, HUAWEI P30 Pro ინოვაციურ ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს სთავაზობს მის მფლობელებს, მათ გარშემო არსებული სინამდვილის აღსაბეჭდად. ამიტომაც, ცნობილი ტექნოლოგიური გამოცემა Tomsguide HUAWEI P30 Pro- კამერას რევოლუციურსა და უალტერნატივოს უწოდებს.

HUAWEI P30 Pro-ს განსხვავებული ვიზუალი ნამდვილად ხვდება მომხმარებელთა ყურადღების ცენტრში, რადგან სხვა სმარტფონებისგან გამოირჩევა ფერების ფართო სპექტრით. შესაბამისად, ყველანაირი გემოვნების ადამიანს შეუძლია შეარჩიოს მასზე მორგებული ვარიანტი. თუმცა აღნიშნულ მოდელში კამერას მაინც მთავარი ადგილი უჭირავს.

მოწყობილობას აქვს 20 მეგაპიქსელიანი სუპერ განიერი კუთხის, 40 მეგაპიქსელიანი სტანდარტული და უცნაური შესახედაობის კვადრატული ლინზა, რომელიც მაქსიმალურად დიდი ზუმის მისაღებად, პრიზმაზე დაფუძნებულ პერისკოპულ სისტემას იყენებს.  ახალი, პერისკოპული ლინზების არქიტექტურა, კომპაქტურია და იტევს უფრო მეტ ოპტიკურ შრეს, ფოტოს ხარისხის შემცირების გარეშე. 4️0 MP-იანი ძირითადი კამერით უზრუნველყოფილი ფერთა გამით, OIS და AIS სტაბილურობით სუპერზუმის მქონე ლინზები მომხმარებელს სთავაზობს  1️0️x ჰიბრიდულ ზუმს იმავე ხარისხით, დანაკარგების გარეშე.

P30 Pro-ს საშუალებით, ცუდი განათების პირობებში გადაღებული ფოტოები, ნამდვილად აკვირვებს მომხმარებელს და ზოგადად, ფოტოგრაფიის მოყვარულებს.  სმარტფონისთვის სირთულეს არ წარმოადგენს ისეთი ობიექტების აღბეჭდვაც კი, რომლებსაც ჩვეულებრივი ადამიანი განათების გამო, კარგად ვერ აღიქვამს, ინოვაციური ტექნოლოგიის წყალობით, გამოსახულება მაინც მკვეთრი და ნადმვილად დასამახსოვრებელია.

 P30 Pro-თვის ვიდეოს გადაღებისას ხელის კანკალიც კი არ წარმოადგენს დიდ დაბრკოლებას - პროფესიონალური ორმაგი კამერა, OIS, AIS-თან ერთად, ზრდის სტაბილიზაციას და გადაღებულ კადრებში, ხელის კანკალი ფაქტობრივად აღარ იგრძნობა.

HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილოებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...