1 2 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი 125 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პირველადი კაპიტალის ობლიგაციებს უშვებს

თიბისი ბანკი 125 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების უვადო, დამატებით პირველადი კაპიტალის ობლიგაციებს გამოუშვებს.

აღნიშნულ ობლიგაციებზე ინვესტორების მხრიდან  თითქმის ორჯერ მეტი მოთხოვნა დაფიქსირდა.წლიური საპროცენტო განაკვეთი 10,75 %-ით განისაზღვრა. ეს იქნება მსგავსი ტიპის ყველაზე დიდიემისია კავკასიის რეგიონში, ყველაზე დაბალი წლიური საპროცენტო განაკვეთით.

ობლიგაციები ირლანდიის საფონდო ბირჟაზე 3 ივლისს განთავსდება. დაგეგმილია ობლიგაციების საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსებაც, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა ქართული  ბირჟის და საბანკო სექტორის ისტორიაში და  ხელს შეუწყობს საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას.

ობლიგაციები გამოშვებული იქნება ბაზელ 3 სტანდარტების მიხედვით და ჩაითვლება თიბისი ბანკის პირველად კაპიტალში, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ბანკის კაპიტალიზაციის დონეს.

აღსანიშნავია, რომ 19 ივნისს, თიბისი ბანკის მიერ  300 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების  ევროობლიგაციები განთავსდა როგორც ირლანდიის, ასევე საქართველოს საფონდო ბირჟებზე. ორი კვირის განმავლობაში, თიბისის მიერ მოზიდული ჯამური თანხა 425  მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. „საერთაშორისო ინვესტორებისგან 125 მილიონი აშშ დოლარის დამატებითი კაპიტალის და 300 მილიონი ევროობლიგაციების მოზიდვა, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს თიბისი ბანკის და ქვეყნისმიმართ ნდობის მაღალ დონეს. დამატებითი კაპიტალი და ევროობლიგაციები საშუალებას მოგვცემს,განვაგრძოთ ბანკის სწრაფი და დინამიური ზრდა და ამავე დროს, ხელი შევუწყოთ საქართველოსეკონომიკის და  ქართული ბიზნესების განვითარებას“, - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმადირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

ტრანსაქციის განხორციელებას უზრუნველყოფენ მსოფლიოს წამყვანი საინვესტიციო ბანკები:  J.P. Morgan, Renaissance Capital და UBS Investment Bank, თიბისი ბანკის შვილობილ კომპანია - თიბისიკაპიტალთან ერთად.  Baker & McKenzie და  Dentons  Georgia მოქმედებენ, როგორც თიბისი ბანკისიურიდიული მრჩევლები, ხოლო, LATHAM & WATKINS და BGI Advisory Services Georgia ორგანიზატორიბანკების ინტერესებს წარმოადგენენ. 


 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...