1 2 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

Aigroup ქუთაისის ელექტრომობილების საწარმოს მშენებლობის პროექტს წარადგენს

ქუთაისში ელექტრომობილების საწარმო აშენდება

26 ივნისს, 22:00 საათზე (მის: ქუთაისი, დავით აღმაშენებლის მოედანი) ინდუსტრიული ჰოლდინგი  Aigroup  ოფიციალურ პრეზენტაციას გამართავს, რომლის ფარგლებში ქუთაისის ელექტრომობილების საწარმოს მშენებლობის პროექტს წარადგენს.

პრეზენტაციაზე  მოწვეული არიან სამთავრობო უწყების, ადგილობრივი ხელისუფლების,  საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ბიზნესისა  და მედიის წარმომადგენლები.

პროექტის თანახმად,  ინდუსტრიული ჯგუფი Aigroup  ქუთაისში ინდუსტრიული კომპლექსის მშენებლობას იწყებს, რომელიც 100 ჰა ფართობის ტერიტორიაზე განთავსდება. პირველი პროექტი ელექტრომობილების საწარმოა, სადაც საწყის ეტაპზე დაახლოებით 300 ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება და მისი ამოქმედებიდან 18 თვის ვადაში  ბაზარზე 5000 ელექტრომობილი გამოვა. პროექტის დასაწყისში ქარხანაში ოთხი მოდელის ავტომობილს აწარმოებენ.  საქართველოში დამზადებული ელექტრომობილები წარწერით - Made in Georgia კი ევროპის ქვეყნების ბაზრებზე საქართველოს  მთავარი საექსპორტო პროდუქტი იქნება. ახალი საწარმოს ტერიტორიაზე განთავსდება არა მხოლოდ ავტომობილების, არამედ  ეკოპროდუქციის, მზის პანელების და სხვა მაღალტექნოლოგიური პროდუქტების  საწარმოები, წარმოებაში საბოლოოდ,  3000 ადამიანი დასაქმდება. ეს იქნება ინდუსტრიული კომპლექსი, რომელიც  რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვან ჰაბად გადაიქცევა.

 „ამბიციური და საპასუხიმგებლო“ ასე უწოდებენ პროექტს, რომლის მიზანს საქართველოს ენერგო დამოუკიდებლობა წარმოადგენს. აღნიშნული პროგრამის  ფარგლებში განხორციელდება მომავლის პროექტები, რომელიც საქართველოს იმ ქვეყნების გვერდზე დააყენებს, სადაც პრიორიტეტი მწვანე ბიზნესის წარმოება და ელექტროენერგიის მიღების ალტერნატიული წყაროების შექმნაა. Aigroup პირველი ინდუსტრიული ჯგუფია საქართველოში, რომელიც გლობალურად უდგება 21-ე საუკუნის გამოწვევებს.

ქუთაისი იბრუნებს ინდუსტრიული ქალაქის სახელს. კადრების მომზადების და გადამზადების პროგრამა უახლოეს მომავალში ამოქმედდება ამ რეგიონში. პროფესიული კოლეჯი, რომელსაც აიგრუპი დააფუძნებს, მოამზადებს და გადაამზადებს კადრებს, შემდგომში დასაქმების მიზნით.

ქუთაისი მსოფლიოში მერვე ქალაქი იქნება, სადაც ელექრომობილების გაზიარების სერვისი გახდება ხელმისაწვდომი.

თანამედროვე ელექტრომობილის წარმოება და ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია აიგრუპის სამოქმედო გეგმაა უახლოეს წლებში. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ელექტრომობილების ფასი ადგილობრივი სეგმენტისთვის ხელმისაწვდომი გახდეს. ამისათვის გააქტიურდება, ავტომობილების სოციალური და საჯარო სალიზინგო სერვისები, რაც ქართველ მომხმარებელს ავტომობილის შეძენას გაუადვილებს.

Aigroup პირველი ინდუსტრიული ჯგუფია საქართველოში, რომელიც გლობალურად უდგება 21-ე საუკუნის გამოწვევებს. ეკოლოგია, ჩვენი ამოსავალი წერტილია. თავისუფლად შემიძლია განვაცხადო, რომ დღეს ჩვენ საქართველოში ვამკვიდრებთ მსოფლიო ტენდენციებს. ჯანსაღი, ეკოლოგიურად სუფთა ბიზნესის წარმოება ის მიმართულებაა, რომელიც „აიგრუპის“ ქვეშ გაერთიანებული თითეული კომპანიის მამოძრავებელი ძალაა. სამშენებლო პროექტი რამდენიმე ნაწილისგან შედგება,  პირველი ეტაპისთვის გათვალისწინებული საწარმოს ნაწილი დასრულდება 2019 წელს და ამ საწარმოდან ვგეგმავთ ელექტრომობილების პირველი ნაწილების გამოშვებას. მეორე ეტაპისთვის კომპლექსს დაემატება საღებავი, შემდუღებელი და სხვა საამქროები. სამომავლოდ ასევე ვგეგმავთ ავტომობილების ელემენტების საამქროს განვითარებასაც. ჩვენ ინვესტიციას განათლებაშიც ვდებთ, გადავამზადებთ ადგილობრივი მუშა-პერსონალს. ამის შემდგომ  ქუთაისში განვითარდება ადგილობრივი წარმოების სხვა ხაზებიც, რომელიც ადგილზე აწარმოებს ავტომობილების სხვადასხვა ნაწილებს. პროექტის მიზანია, რაც შეიძლება მოკლე პერიოდში მოვამზადოთ ქართული წარმოების პროდუქცია და წარვადგინოთ იგი უცხოურ ბაზრებზე,“ - განმარტავს  კომპანიის Aigroup -ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე კახა გულედანი

რამდენიმე დღის წინ, ქუთაისს სტუმრობდა ცნობილი იტალიელი ექსპერტი და სამრეწველო დიზაინერი დოქტორი ჯან კარლო პერინი, რომელმაც შეაფასა პროექტი და წარმატებული უწოდა. ამასთან,  მიაჩნია, რომ საავტომობილო წარმოება წარმოადგენს მძლავრ მამოძრავებელ ძალას ნებისმიერი ინდუსტრიული ეკონომიკის განვითარებისთვის და ეჭვგაეშეა, რომ ეს სფერო, შეასრულებს მნიშვნელოვან როლს ერის  სამრეწველო ინდუსტრიის განვითარებაში.

 „გარდა ამისა, ელექტრომობილების წარმოების განვითარება, არის ის უალტერნატივო გზა, რომლისკენაც საბედნიეროდ მიისწრაფვის მომავალი თაობა და თანამედროვე სახელმწიფოები. თუკი გადავხედავთ უზარმაზარ ინვესტიციებს წამყვან ინდუსტრიებში მსოფლიოს მასშტაბით, გერმანიიდან ჩინეთამდე, ჩვენ ნამდვილად უნდა გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ სამომავლოდ, მოხდება თანამედროვე  ტექნოლოგიის, მასთან დაკავშირებული სისტემების და ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო მეტად დახვეწა და განვითარება. საქართველოში შეიქმნება დასაქმების დიდი შესაძლებლობები, განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანას ჰყავს ბევრი შემოქმედებითი, ნიჭიერი ადამიანი - დიზაინერები და ინჟინრები - რომლებიც, დარწმუნებული ვარ, შეიტანენ თავის წვლილს  სხვადასხვა ინდუსტრიის განვითარებაში,“ - განმარტავს ჯან კარლო პერინი.

შეგახსენებთ, რომ ელექტრომობილების წარმოების დაწყების შესახებ მემორანდუმი 2019 წლის მაისში გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ქონების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი დუგლაძემ, ქართული კომპანია Aigroup და ჩინური კომპანია „ჩანგანის“ წარმომადგენლებმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...