ბიზნესი
ინდუსტრიული ჯგუფის Aigroup-ის განცხადება
2019-06-20 22:13:21
Aigroup-ის მიერ ქუთაისში დაგეგმილი ელექტრომობილების ქარხნის პროექტის პრეზენტაცია, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილი იყო გასართობი შოუ და კონცერტი გადაიდო 26 ივნისისთვის. ღონისძიების გადადების მიზეზი ქუთათელ - გაენათელი მიტროპოლიტის მეუფე კალისტრატეს გარდაცვალება გახდა.
„ჩვენ ვუსამძიმრებთ ოჯახს, მრევლს და მართლმადიდებელ ქრისტიანებს და ვიზიარებთ მათ წუხილს“ - აცხადებს ა Aigroup-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, კახა გულედანი.
დეტალებს პრეზენტაციასთან დაკავშირებით, მოგვიანებით გააგცნობთ.
კომენტარები